„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016093
  • Word
20
26/04/2012
ვებგვერდი, 08/05/2012
010260020.35.110.016093
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2012 წლის 26 აპრილი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ, 22/02/2012 სარეგ. კოდი 010260020.35.110.016082 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო

1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო არის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში ტერიტორიული ორგანო) . ;

) დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციების საფუძველზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        დ . თოფურია