დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.162.016130 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4 5
2012 წლის 27 აპრილი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №119 დადგენილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 22/03/2012, 200230000.35.162.016116) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ ჰექტარზე შეადგენს:
ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული), გარდა ამ მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საძოვრებისა – 5 ლარს;
ბ) სოფელ კასრისწყლის ტერიტორიული ორგანოს (შირაქის) ტერიტორიაზე არსებული საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 7 ლარს;
გ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს;
დ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 82 ლარს;
ე) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით:
ე.ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 5 ლარს;
ე.ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 10 ლარს;
ე.გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 40 ლარს.“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები