„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016081
  • Word
21
27/04/2012
ვებგვერდი, 07/05/2012
010260020.35.105.016081
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2012 წლის 27 აპრილი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის № 32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის № 32 დადგენილებაში (სსმ, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 01026002035105016005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ბ’’ ქვეპუნქტში შეტანილ იქნე ს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს, გამგეობის საშტატო ნუსხასა და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს.“;

  ბ) დებულების მე- 3 თავის მე- 13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 13. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით“..

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო აბასთუმნის თემში;

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ანაკლიის თემში;

3.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ახალ აბასთუმნში;

4.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ახალკახათში;

5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ახალსოფლის თემში;

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ განმუხურში;

7.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ გრიგოლიშში;

8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დარჩელის თემში;

9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დიდინეძის თემში;

10. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ერგეტის თემში;

11. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ინგირის თემში;

12. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ კახათში ;

13. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კოკის თემში;

14. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კორცხელის თემში;

15. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ნარაზენის თემში;

16. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ოდიშის თემში;

17. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ორსანტიაში;

18. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ორულუს თემში;

19. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ოქტომბრის თემში;

20. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ყულიშკარში;

21. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ რიყეში;

22. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რუხის თემში;

23. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ურთაში;

24. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ შამგონაში;

25. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჩხორიის თემში;

26. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ცაიშის თემში;

27. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჭაქვინჯის თემში;

28. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ჭკადუაშში;

29. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ჭითაწყარში;

30. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჯიხაშკარის თემში;

31. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქალაქ ზუგდიდში.“.

2. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას;

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გრ. სხულუხია

თავმჯდომარის მოადგილე