„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016080
20
27/04/2012
ვებგვერდი, 07/05/2012
010260020.35.105.016080
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 20

2012 წლის 27 აპრილი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპა.ლიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის 17 დადგენილებაში (სსმ, 21.03.2012. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016077) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილების სათაურში შეტანილ იქნ ს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “;

ბ) დადგენილების 1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.“

გ) დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. შემსრულებელი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ვიზირება.“

დ) დებულების მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების მომზადება, ბიუჯეტის ფორმირებასა და შესაბამისი ცვლილებებისათვის სათანადო დოკუმენტების მომზადება.“

ე) დებულების მე-2 მუხლის მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნ ს.

ვ) დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5.სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“;

ზ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურეობრივი ფუნქციები.“;

თ) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“.

2. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოადგილე                     გრ. სხულუხია