დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2343 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38(45), 04/08/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.000.667 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 47-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე არსებული საწარმოების (სავაჭრო საწარმოების გარდა) მოგების ის ნაწილი, რომელიც მიღებულია უშუალოდ ამ ტერიტორიაზე საწარმოთა მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად“.
2. 108-ე მუხლის მე-3–5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისას საგადასახადო აგენტი ახდენს დღგ-ის დარიცხვას არარეზიდენტისათვის გასაცემ თანხაზე. დღგ-ის ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადასახადის განაკვეთების გამოყენებით.
4. თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, დარიცხული დღგ გადაიხდება დღგ-ის შესახებ იმ თვის დეკლარაციის წარდგენის დროს, რომელშიც მოხდა სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა. დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად და საგადასახადო აგენტს აძლევს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლებას ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად.
5. თუ საგადასახადო აგენტი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, იგი ვალდებულია დარიცხული დღგ გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის დღიდან 15 დღის განმავლობაში“.
130-ე მუხლის ცხრილში მე-2 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
№ | საქონლის დასახელება | საქონლის ნომენკლატურის კოდი | ზომის ერთეული | აქციზის განაკვეთი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
2 | შემაგრებული ღვინოები:
ჩამოსხმული ჩამოსასხმელი | 2204 21 870 2204 21 990 2204 29 870 2204 29 990 | 1 ლიტრი
|
1 ლარი 0,50 ლარი |
4 | ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლებიც არ შედის ამ ცხრილის პირველ და მეორე ნაწილებში: ჩამოსხმული ჩამოსასხმელი | 2204 | 1 ლიტრი
|
0,20 ლარი 0,10 ლარი |
4. 134-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს პირველ წინადადებაში სიტყვის „ექვემდებარება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოში მოხმარებისათვის განკუთვნილი“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოება, მიწოდება და თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის ნიშანდება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტისა და სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევით მარკირებული საქონელი ჩაითვლება არამარკირებულად. ამასთან, აღნიშნულის შედეგად აქციზური მარკების მეორადი გამოყენების გზით მარკების გაყალბებაში ხელშეწყობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე აქციზური მარკების მყიდველს.”;
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, რომლებიც აწესებენ კონტროლს აქციზის გადახდაზე, დადგენილი წესის შესაბამისად ახდენენ აქციზური მარკის გარეშე იმპორტირებული ან გასაყიდად მიღებული აქციზური საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი ითვლება სახელმწიფო საკუთრებად და მისი რეალიზაცია ან განადგურება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით.“;
დ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. იმპორტიორებისა და ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა), განიხილება შესაბამისი ოდენობის საქონლის იმპორტად ან/და მიწოდებად და იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან ექვს თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება უკან დაბრუნებას. აღნიშნულ პერიოდში აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ჩაითვლება მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტად და ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება გადასახადებით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით მარკირებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.“.
5. 143-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ქონება“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ ტერიტორიაზე არსებული ქონება“.
6. 158-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტში სიტყვის „მცხოვრებნი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე“, ხოლო სიტყვის „მცხოვრებთ“ შემდეგ – სიტყვები „მოცემულ რეგიონებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე“.
7. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტში სიტყვები ,,112-ე და 130-ე მუხლები” შეიცვალოს სიტყვებით ,,130-ე მუხლი”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 23 ივლისი.
№2343–რს
დოკუმენტის კომენტარები