„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016834
  • Word
161
30/04/2012
ვებგვერდი, 02/05/2012
290160000.10.003.016834
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის № 218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“ მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის, რომელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში, სადაზღვევო პერიოდი დაეწყებათ 2012 წლის 1 ივლისიდან.“.

2. №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ამ დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის (სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო რაიონების მიხედვით სადაზღვევო ვაუჩერის ფასის დადგენისა და მზღვეველი კომპანიის გამოვლენის წესი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ჭიაბერაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

მიხეილ დოლიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

აკაკი სეფერთელაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

ტატო ურჯუმელაშვილი – სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

მამუკა ქაცარავა – ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ლაშა ჯუღელი – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი

რევაზ მაჭარაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე, უწყებათაშორისი კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-3 პუნქტი – გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი  ნ . გილაური

„დანართი №2

№

ბენეფიციარი

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

სადაზღვევო ხელშეკრუ

ლებების გაფორმების პერიოდი

სადაზღვევო

 კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვადა

1

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 აპრილი

2010 წლის

20 მარტის ჩათვლით

2010 წლის

31 მარტის ჩათვლით

2010 წლის

1 აპრილიდან

10 აპრილის

ჩათვლით

2

ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისი

 

 

 

3

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭებისთვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

4

2012 წლის 1 ივლისიდან, ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის 1 მაისის შემდეგ

ქულის მინიჭებისთვის მომდევნო მე-2 თვის პირველი რიცხვიდან (თვეთა ათვლისას ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ)

 

 

 

5

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ2“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისიდან კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

6

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

შესაბამის დაწესებულება‑

ში ან მომსახურებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

7

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2011 წლის 1 იანვრიდან იმ ბენეფიციარებ‑

ზე, რომელთა მონაცემებიც მიწოდებული იქნება 2010 წლის 28 დეკემბრამდე. ამ ვადის შემდეგ – კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

8

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

9

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მაგრამ არა უადრეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან“.