დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.016832 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №159
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №79 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/03/2012, 040170020.10.003.016752) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ შპს „ ენგურჰესისა“ და შპს „ ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შპს „ენგურჰესის“ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე, რომელიც №2 დანართით არ არის გათვალისწინებული, ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნები.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები