დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 30/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.160.016141 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/05/2012 - 26/02/2015)
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №158
2012 წლის 30 აპრილი
ქ . რუსთავი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ოდენობა 1 კვ/მ -ზე 1 ლარის დაანგარიშებით.
მუხლი 2.
მოსაკრებლის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილება მიენიჭოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურს.
მუხლი 3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გაანგარიშების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №63 დადგენილება.
მუხლი 4.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები