"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016059
  • Word
10
26/04/2012
ვებგვერდი, 07/05/2012
010250040.35.133.016059
"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №10

  201 2 წლის 26 აპრილი

   ქ. ბათუმი

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის 31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოდაადგინა:

  1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი ) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის 31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/ 12/2011 ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016049) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

  ა) დებულების პირველი მუხლის მე -6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,, 6. საკრებულოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №501. ”;

  ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, 1. საკრებულოს ადგილსამყოფელი (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირ501 ) საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.”;

  გ) დებულების 72-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.khelvachauri.ge, ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 501) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. აუცილებლობის შემთხვევაში კი გაზეთ ,,აჭარაში. ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება ადგილი, სადაც მისვლა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავისუფლად, ყოველგვარი საშვისა და ნებართვის გარეშე. “.

  2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით , მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            მ . ფარტენაძე