დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2303 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/07/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39(46), 06/08/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.040.000.05.001.000.653 |
საქართველოს კანონი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30 (37), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „როტაციის წესით მივლინებაში მყოფ პირთა ხელახალი მივლინება სხვა სახელმწიფოში არსებულ დიპლომატურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში“.
2. 30-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვების „ვადა გააგრძელოს 6 თვით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო გენერალური კონსულის მივლინების ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, 2 წლამდე ვადით“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან გენერალური კონსულის წარდგინების საფუძველზე, მათი უფლებამოსილების გასვლამდე ვადით, გაუგრძელოს ხელშეკრულება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს.“
3. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური თანამდებობის პირებს როტაციის ვადა გაუგრძელდეთ 2000 წლის 1 ივნისამდე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2303–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები