დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.127.016067 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1 7
2012 წლის 2 7 აპრილი
ქ. ზესტაფონი
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილების მე-2 მუხლში (ვებგვერდი, 26/03/2012) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №19 დადგენილება და „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №14 დადგენილება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ . მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები