„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.025.016071
  • Word
139
27/04/2012
ვებგვერდი, 30/04/2012
040030000.22.025.016071
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 139

201 2 ლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

  მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №01 (სსმ 18.03.2011წ., ვებგვერდი 110318015) ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

 1. ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;“ ;

) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის , სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;”

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. სააგენტოს სისტემა და სტრუქტურა

1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათში შემავალი სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტი;

ბ) წიაღის მართვის დეპარტამენტი;

გ) ნავთობისა და გაზის დეპარტამენტი;

დ) მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) ფინანსური დეპარტამენტი;

ვ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტის სტატუსით);

ზ) იურიდიული დეპარტამენტი;

თ) აპარატი (დეპარტამენტების სტატუსით);

ი) შავი ზღვის სამსახური ;

კ) აჭარის სამსახური .

3. ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტსა და წიაღის მართვის დეპარტამენტს გააჩნიათ სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები.

4. ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტისა და მისი სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №1 დანართის შესაბამისად.

5. წიაღის მართვის დეპარტამენტისა და მისი სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №2 დანართის შესაბამისად.

6. სააგენტოს აჭარის სამსახურის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №3 დანართის შესაბამისად.

7. სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების №4 დანართის შესაბამისად.“ ;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებანი

1. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) აუქციონის წესების პროექტების შემუშავება;

ბ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ტენდერის პირობების შემუშავება;

გ) ხელშეკრულების პროექტის მომზადება. მოლაპარაკებებში მონაწილეობა და წარმართვა;

დ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი წესებით გათვალისწინებული განაცხადების განხილვა და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;

ვ) ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების, ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიების განაცხადების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური და საოპერაციო საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, ბიზნეს-გეგმებისა და სააგენტოში შემოსული პროექტების იურიდიული და ფინანსური ექსპერტიზა;

ი) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) ნედლი ნავთობის, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე გარიგებებისა და დადგენილი ფასების ანალიზი;

ლ) „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში” საჭირო ცვლილებების და დამატებების მომზადება;

მ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად;

ნ) სატენდერო პაკეტების შემუშავება;

ო) ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;

პ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების და ლიცენზიის პირობების მონიტორინგი და კონტროლი გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით;

ჟ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საზღვაო და სახმელეთო ბლოკებზე რესურსებისა და მარაგების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;

რ) ინვესტორი/ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გეგმების, ანგარიშგების, განაცხადების განხილვა და ანალიზი;

ს) შესაბამისობის დასკვნების მომზადება;

ტ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგი;

უ) ხელშეკრულებების და ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის და ნორმატიული აქტების მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრირების განხორციელების ისნპექტირებისა და ადმინისტრირების განხორციელების უზრუნველყოფა;

ფ) უბედური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევების გამოკვლევა, განხილვა და საჯარო ანგარიშების მომზადება;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, სამართალდამრღვევის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით საქმის მასალების მომზადება და უფლებამოსილ ორგანოსთვის (თანამდებობის პირისთვის ) გადაგზავნის უზრუნველყოფა;

ღ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების და ტრასპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები ლაბორატორიაში გასასინჯად. თუ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.”;

 ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

    „მუხლი 61. მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებანი

მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს ინფორმაციული უზრუნველყოფა და ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა. ციფრული ინფორმაციის განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის უსაფრთხო დაცვა;

) საინფორმაციო ფონდის შექმნა და მისი მართვა, შენახვა და ოპტიმიზაცია;

გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროექტების განხორციელების ორგანიზება და კოორდინაცია;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორსო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ე) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება და ანალიზი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების სისტემატიზაცია და ანალიზი;

) საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება;

) კომპეტენციის ფარგლებში ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო­სათვის მიწოდება;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული რეგულირების ობიექტების შემოწმების გეგმის შემუშავება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფა;

) ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;

) სააგენტოს მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება. სააგენტოს სისტემაში მონაცემთა ბაზების წარმოების კოორდინაცია ;

) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროექტების განხორციელების ორგანიზება და კოორდინაცია;

ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”;

 ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:

    „მუხლი 62. ფინანსური დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებანი

ფინანსური დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;

ბ) დადგენილი წესით სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;

გ) სააგენტოს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) სააგენტოს ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება;

ვ) სააგენტოს წლიური ან/და კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ი) სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა;

კ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ლ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ნ) ტყითმოსარგებლეთა მიერ ტყითსარგებლობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”;

  ზ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 მუხლი:

    „მუხლი 63. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებანი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) დეპარტამენტში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;

დ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა და/ან განხილვაში მონაწილეობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) პროექტების მომზადება ან/და ვიზირება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, მათ შორის, დადგენილი წესით სამართალდამრღვევისთვის გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება. კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დადგენილ შემთხვევებში დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გამოცემისა და საქმის მასალების უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”;

თ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 64 მუხლი:

    „მუხლი 64. აპარატის ძირითადი უფლებამოსილებანი

აპარატის ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნ­ველ­ყოფა;

ბ) პროტოკოლის საქმიანობა, სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეე­ბის შეხვედრების ორგანიზება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების განხორციელება, სააგენტოს საერთო საქმისწარმოების ორგანიზება, კონტროლი და კოორდინაცია;

ე) სააგენტოს საკადრო საკითხების განხორციელება, ამ მიზნით ასევე სააგენტოს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”.

ი) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 65 მუხლი:

    „მუხლი 65. გენერალური ინსპექციის ძირითადი უფლებამოსილებანი

1. გენერალური ინსპექციის ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შიდა აუდიტის, ინსპექტირებისა და შიდა უწყებრივი კონტროლის განხორციელება;

 ბ) სააგენტოს სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

დ) სააგენტოს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების გეგმიური და არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, სააგენტოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა. ამ კუთხით შემოსული წერილების, შეტყობინებების, განცხადებების, საჩივრების (მხოლოდ სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაციის განხილვა, შესწავლა და შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ე) სააგენტოს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმებისა და აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა, ასევე, ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესახებ საკითხის დაყენება;

ვ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ დარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და მისი სრულყოფის ხელშეწყობა;

ზ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტებისა და მასალების მომზადება შესაბამის ორგანოებში გადაგზავნის მიზნით;

თ) სააგენტოს საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;

ი) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით რეკომენდაციების მომზადება;

 კ) სააგენტოს ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;

ლ) შიდა აუდიტის გეგმის შედგენა და განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

მ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას, თუ შეიძლება საფრთხე შეექმნას შესაბამის მტკიცებულებებს, მტკიცებულებების მოპოვებისთვის გადაუდებელი რეაგირების გატარების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს ბუნებრივი რესურსების, მათი მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დადგენილი წესით დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და პირველადი გადამუშავების ადგილებში, აგრეთვე მათი ტრანსპორტირებისას. ამ მიზნით, გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალება), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება, ხოლო დარღვევების გამოვლენისას, მოახდინოს სამართალდარღვევების ჩადენის იარაღების, საშუალებების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების ჩამორთმევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად და კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებში უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლების მონაწილეობა;

ნ) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია დააყენოს საკითხი შესაბამისი სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევის თაობაზე. შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ქმედების განხორციელების მიზნით სააგენტოს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტის თუ სხვა სახის ინფორმაცია, სააგენტოს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. გენერალურ ინსპექციაში სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად განისაზღვრება ინსპექტორთა ჯგუფები, რომლებიც გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ უფლებამოსილებას საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. გენერალური ინსპექციის თანამშრომელებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები).”;

 კ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 66 მუხლი:

    „მუხლი 66. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მართვა

1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს - დეპარტამენტს/აპარატს/სამსახურს ხელძღვანელობს შესაბამისად დეპარტამენტის/აპარატის/სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

2. დეპარტამენტის/აპარატის/სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) აბარებს სააგენტოს უფროსს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანგარიშს;

თ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების (მათი არსებობისას) საქმიანობის კოორდინაციას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფ სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციას;

) სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსისა და სააგენტო უფროსის წინაშე.

5 . სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დადგენილი წესით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე.

6. სააგენტოს ზოგიერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს შეიძლება ჰქონდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის სტრუქტურული ერთეული (სამსახური, სამმართველო, ბუღალტერია).

7. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ)  თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს წინადადებებს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

თ) აბარებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

8 . სააგენტოს უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის დავალებითა ან/ და მათთან კოორდინაციით ახორციელებენ შესაბამის უფლებამოსილებებ ს.”.

 

2. ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი №1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის - ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში –  სააგენტო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტს გააჩნია სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც დადგენილი წესით თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სააგენტოს სახელით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.

4. დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ასევე საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

5. დეპარტამენტის საშტატო ნუსხა მტკიცდება სააგენტოს უფროსის მიერ.

    მუხლი 2. დეპარტამენტისა და მისი სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები

1. დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:

ა) კახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ქ. თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქ. IV. ჩიხი №6;

ბ) ქვემო ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის და წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.№5;

გ) შიდა ქართლის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. №18.

დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა;

ე) სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ახალციხე, ასპინძის ქ.№32;

ვ) იმერეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა;

ზ) გურიის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ოზურგეთი, გ. გიორგაძის ქ.№5;

თ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ამბროლაური, სოფ. სადმელი;

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართი – ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. № 58.

 მუხლი 3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ტყის და მისი რესურსების, ასევე სხვა ბუნებრივი რესურსების (წიაღით სარგებლობის სფეროს გარდა) მართვისა და სარგებლობისთვის ხელშეწყობა;

ბ) ტყეების მოვლის, აღდგენა-განახლების ღონისძიებების შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდისა და მისი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულების კონტროლი (წიაღით სარგებლობის სფეროს გარდა);

ვ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

 

    მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილებები

დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;

 ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

 გ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

 დ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება;

 ე) ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;

 ვ) ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;

 ზ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზების უზრუნველყოფა;

 თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ტყის ფონდში სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

 ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;

) სატყეო რუკებზე დაყრდნობით (კორომთა გეგმები, სქემა-რუკები) მონაცემთა ბაზების შედგენა, ტყის ფონდის შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაცია. ტყის ფონდთან დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზების ხელშეწყობა;

 ლ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პროექტისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

 მ) კომპეტენციის ფარგლებში ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

 ნ) ტყითსარგებლობის გეგმის განხილვის ორგანიზება და მასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

 ო) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;

პ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

 ჟ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზების უზრუნველყოფა;

 რ) ტყის მოვლის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;

 ს) ტყის აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;

 ტ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;

 უ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;

 ფ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება ან/და მის განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

 ქ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

 ღ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;

 ყ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

 შ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის (წიაღით სარგებლობის სფეროს გარდა) ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობის (წიაღით სარგებლობის სფეროს გარდა) ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, შესაბამისი ახსნა-განმარტებების მოითხოვნა, სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე განვლილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება;

ძ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა (წიაღის სარგებლობის სფეროს გარდა) თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. წიაღით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მისი აღკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან/და სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი ქვედანაყოფის ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის არსებული საქმის მასალების მიწოდება;

წ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (წიაღის სარგებლობის სფეროს გარდა), მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერებისა და შემოწმების დაუბრკოლებლად განხორციელება. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას პირის, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, მასში მყოფი ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი იძულებითი ღონისძიებების გამოყენება და შესაბამისი ზომების გატარება;

ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოიანგარიშება). კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში გადაგზავნისთვის შესაბამისი წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;

ხ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე კავშირის სპეციალური საშუალებების, ფოტო-ვიდეოაპარატურის, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობების გამოყენება;

ჰ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარგებლობის ლიცენზიის (წიაღის სარგებლობის სფეროს გარდა) მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა/გამოცემა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

1) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

2) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა;

3) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების/გადაგზავნის უზრუნველყოფა;

4) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოება;

5) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;

6) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

7) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;

8) შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ტყვეობაში გამრავლების გეგმის, ასევე სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განხილვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

9) ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

10) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიის (წიაღის სარგებლობის სფეროს გარდა) სალიცენზიო პირობების შემოწმების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა;

11) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება და დაგეგმვა;

12) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა. მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;

13) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;

14) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

15) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა, ორგანიზაცია და მართვა

1. დეპარტამენტს ხელძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმების ჩატარების თაობაზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) აბარებს სააგენტოს უფროსს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს;

კ) ახორციელებს დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფ დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) დეპარტამენტის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და სააგენტო უფროსის წინაშე.

5 . დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

6. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების, საშტატო ნუსხით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულების (მისი არსებობისას) და სხვა თანამშრომლების მეშვეობით.

7. დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება ამ დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად.

8. დეპარტამენტის სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

9. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს კონტროლს სამმართველოსთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ)  წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში მათთან ახორციელებს შესაბამის მიმოწერას. ასევე, ანიჭებს სამმართველოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის, სასამართლო ორგანოებში);

დ)     თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;

ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს შესაბამის წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე;

ზ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ახორციელებს სამმართველოსთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხიმგებელია მათ შენახვაზე;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

ლ) დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;

მ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

10. საშტატო ნუსხის შესაბამისად დეპარტამენტში განისაზღვრება - „მთავარი მეტყევის”, ხოლო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში „უფროსი მეტყევის” საშტატო თანამდებობები. მთავარი და უფროსი მეტყევის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .

    მუხლი 6. დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების

(სამმართველოების) ძირითადი უფლებამოსილებები

სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;

 ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად დაყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და წარდგენა;

 გ) უკანონო ტყითსარგებლობისგან ტყის დაცვის ღონისძიებების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

 დ) დადგენილი წესით ტყის ფონდის მონიტორინგის განხორციელება;

ე) კომპეტენცის ფარგლებში ტყის ფონდში სარგებლობის უფლებით გასაცემი ან/და სალიცენზიო ობიექტის შესახებ წინადადებებისა და მასალების, დოკუმენტაციის მომზადება;

ვ) ტყის ფონდის აღრიცხვასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

ზ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;

 თ) ტყითსარგებლობის გეგმის განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

 ი) ტყის მართვის გეგმების შედგენაში მონაწილენობის მიღება;

კ) ტყითსარგებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ლ) ტყის მოვლის განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;

 მ) ტყის აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა;

 ნ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება;

 ო) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;

 პ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;

 ჟ) ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

რ) ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;

 ს) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

 ტ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის (წიაღის სარგებლობის სფეროს გარდა) ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობის (წიაღის სფეროს სარგებლობის გარდა) ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, შესაბამისი ახსნა-განმარტებების მოთხოვნა, სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე განვლილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება;

ქ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა (წიაღის სარგებლობის სფეროს გარდა) თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; წიაღით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მისი აღკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან/და სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი ქვედანაყოფის ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის არსებული საქმის მასალების მიწოდება;

ღ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერებისა და შემოწმების დაუბრკოლებლად განხორციელება. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით პირის, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, მასში მყოფი ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი იძულებითი ღონისძიებების გამოყენება და შესაბამისი ზომების გატარება;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ან ამ მიზნით საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნის უზრუნველყოფა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოიანგარიშება) და სამართალდამრღვევისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. კომტეპენციის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე კავშირის სპეციალური საშუალებების, ფოტო-ვიდეოაპარატურის, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობების გამოყენება;

ც) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარგებლობის ლიცენზიის (წიაღის სარგებლობის სფეროს გარდა) მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა/გამოცემა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ძ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

წ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დადგენილ შემთხვევებში დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გამოცემა და შესაბამისი საქმის მასალების უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნა;

ჯ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი;

ხ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;

ჰ) დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;

1) ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

2) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პრაქტიკული ანდა მეთოდური დახმარების გაწევა;

3) ფაქტობრივად გაცემული მერქნული რესურსის აღრიცხვის ინფორმაციის კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;

4) საჭიროების შემთხვევაში შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის, ასევე სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადების წარდგენა;

5) საჭიროების შემთხვევაში სამონადირეო მეურნეობების სპეციალური ლიცენზიისა და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის მიზნით, წარმოდგენილი შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

6) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიის (წიაღის სფეროს გარდა) მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შემოწმების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა;

7) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა;

8) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში სამმართველო უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;

9) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

10) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

11) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 7. დეპარტამენტის თანამშრომლები

1. დეპარტამენტის უფროსს, მის მოადგილეს, დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან, სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, დეპარტამენტის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).

2. დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი უფლებამოსილია, შესაბამისი სამმართველოს უფროსის დავალების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

3. დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დადგენილი წესით იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.

5. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.

7. დეპარტამენტის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

8. დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტისა, უფროსის დავალებით უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

9. დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

3 . ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დანართი 2

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის - წიაღის მართვის დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წიაღის მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტს გააჩნია სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც დადგენილი წესით თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სააგენტოს სახელით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.

4. დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებებისა.

5. დეპარტამენტის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

    მუხლი 2. დეპარტამენტის სტრუქტურა, დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები

1. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სპეციალიზებული და სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მეშვეობით.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ზედამხედველობის სამსახური;

ბ) გეოლოგიური სამსახური;

გ) წიაღის ლიცენზირების სამსახური.

3. ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს დეპარტამენტის სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) აღმოსავლეთის მიმართულების სამმართველო;

ბ) დასავლეთის მიმართულების სამმართველო.

4. ზედამხედველობის სამსახურის აღმოსავლეთის მიმართულების სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს - ქ. თბილისის, ქ. თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისის, დმანისის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართია – ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. №18.

5. ზედამხედველობის სამსახურის დასავლეთის მიმართულების სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს – ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტების , ქალაქ ქუთაისისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. იურიდიული მისამართია – ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა.

 მუხლი 3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში წიაღის მართვა და მისი სარგებლობისთვის ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე დარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, წიაღით სარგებლობის სფეროში სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;

დ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების პირობებისა და მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

ე) ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

    მუხლი 4. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი

1. დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:

ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის ვიზუალურ გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, მდინარის ნაპირების მდგრადობისა და ტყის რესურსებზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარება;

) სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და წიაღის სახელმწიფო ბალანსის წარმოება. შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა. წიაღისეული საბადოს (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) არსებობა-არარსებობის შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადება. ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღის მოპოვებასთან. ლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნების მომზადება;

გ) სააგენტოში არსებული და წარმოდგენილი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური სამუშაოების, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღრიცხვა და რეგისტრაცია;

დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში წიაღით სარგებლობის სფეროში შესაბამისი ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების პირობებისა და მოთხოვნების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ე) წიაღით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, შესაბამისი ახსნა-განმარტებების მოთხოვნა, სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე განვლილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, წიაღის სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან სხვა მოწყობილობის დალუქვა. კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მისი აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან/და სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი ქვედანაყოფის ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის არსებული საქმის მასალების მიწოდება;

თ) წიაღით სარგებლობის სფეროში უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, წიაღით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენეტების მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის და მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერება, ასევე წიაღით სარგებლობის სფეროში ბუნებრივი რესურსების მოპოვების ადგილებში დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერებისა და შემოწმების დაუბრკოლებლად განხორციელება. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით პირის, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, მასში მყოფი ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი იძულებითი ღონისძიებების გამოყენება და შესაბამისი ზომების გატარება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება). კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების უფლებამოსილ ორგანოებში გადაგზავნისთვის შესაბამისი წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და უფლებამოსილი პირისთვის ან ორგანოსთვის წარდგენა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე კავშირის სპეციალური საშუალებების, ფოტოვიდეოაპარატურის, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობების გამოყენება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სხვა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის პრაქტიკული ანდა მეთოდური დახმარების გაწევა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დარღვევის გამოვლენისას მათ გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა/გამოცემა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ო) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა;

რ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგისა და შემოწმების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, ასევე, განხორციელებული მონიტორინგისა და შემოწმების შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;

ს) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა;

ტ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში დამტკიცებული ობიექტების შემოწმების გეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის უზრუნველყოფა;

უ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;

ფ) დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

ქ) ლიცენზიების გაცემასთან, ასევე მერქნული რესურსის საკუთრებასა და ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ღ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის;

ყ) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

შ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათავის მოთხოვნების დადგენის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა. სალიცენზიო მოწმობების მომზადება და აღრიცხვა;

ჩ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ც) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა;

ძ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

წ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილება არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.

    მუხლი 5. დეპარტამენტის ორგანიზაცია და მართვა

1. დეპარტამენტს ხელძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

ე) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმების ჩატარების თაობაზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) აბარებს სააგენტოს უფროსს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს;

კ) ახორციელებს დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფ დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) დეპარტამენტის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და სააგენტო უფროსის წინაშე.

5 . დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

6. დეპარტამენტის სპეციალიზებულ და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

7. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს კონტროლს სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ)  თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ახორციელებს სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხიმგებელია მათ შენახვაზე;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

თ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

8. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურისა და მისი სტრუქტურული ერთეულის (სამმართველოს) უფროსი ასევე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე წარუდგენს შესაბამის წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს;

გ) დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში შეადგინოს/გამოსცეს ადმინისტრაციული მიწერილობა და მისი მეშვეობით აცნობოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ პირს (ფიზიკური და იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან.

9. გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის (სამმართველოს) უფროსი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მათთან შესაბამის მიმოწერას. ასევე, ანიჭებს სამმართველოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს წარმომადგენლობაზე (მათ შორის, სასამართლო ორგანოებში).

    მუხლი 6. დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი უფლებამოსილებები, მათი თანამშრომლები

1. ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში წიაღით სარგებლობის სფეროში შესაბამისი ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების პირობებისა და მოთხოვნების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წიაღით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, შესაბამისი ახსნა-განმარტებების მოითხოვნა, სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე განვლილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება;

დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, წიაღის სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან სხვა მოწყობილობის დალუქვა. კომპეტენციის ფარგლებში ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მისი აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა ან/და სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი ქვედანაყოფის ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის არსებული საქმის მასალების მიწოდება;

ე) წიაღით სარგებლობის სფეროში უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, წიაღით სარგებლობის დოკუმენტების, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის და მოპოვებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერება, ასევე წიაღით სარგებლობის სფეროში ბუნებრივი რესურსების მოპოვების ადგილებში დღე-ღამის ნებისმიერ დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერებისა და შემოწმების დაუბრკოლებლად განხორციელება. სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით პირის, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის, მასში მყოფი ნივთებისა და საგნების ვიზუალური დათვალიერება. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი იძულებითი ღონისძიებების გამოყენება და შესაბამისი ზომების გატარება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ან ამ მიზნით უფლებამოსილ ორგანოში (თანამდებობის პირთან) საქმის მასალების გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოიანგარიშება) და სამართალდამრღვევისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება; კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და უფლებამოსილი პირისთვის ან ორგანოსთვის წარდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე კავშირის სპეციალური საშუალებების, ფოტო-ვიდეოაპარატურის, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობების გამოყენება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სხვა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დარღვევის გამოვლენისას, მათ გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა/გამოცემა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ლ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დადგენილ შემთხვევებში დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გამოცემა და შესაბამისი საქმის მასალების უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება;

პ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგისა და შემოწმების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, ასევე განხორციელებული მონიტორინგისა და შემოწმების შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა;

რ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურული ერთეულების (სამმართველოების) ძირითადი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მათი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით.

 მუხლი 7. გეოლოგიური სამსახურის ძირითადი უფლებამოსილებები

გეოლოგიური სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის ვიზუალური გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, მდინარის ნაპირების მდგრადობისა და ტყის რესურსებზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარება;

) სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) , საბადოებისა და გამოვლინებების პასპორტიზაცია, მათი კადასტრისა და წიაღის სახელმწიფო ბალანსის წარმოება. შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) , მოსარგებლე ლიცენზიის მქონე პირების, მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების აღრიცხვა და წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვა. წიაღისეული საბადოს (გარდა ყველა სახის ნახშირწყალბადების) არსებობა-არარსებობის შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადება. ისეთი მიზნებისათვის გაცემული წიაღისეულის უბნის აღრიცხვა და რეგისტრაცია, რომელთა გამოყენება არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღის მოპოვებასთან. ლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნების მომზადება;

გ) სააგენტოში არსებული და წარმოდგენილი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო თუ სამეცნიერო, გეოლოგიური სამუშაოების, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, აღრიცხვა და რეგისტრაცია;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის წარმოება- სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება. წიაღის სახელმწიფო ფონდის მართვის ინფორმაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ასევე საქართველოში არსებული სხვა საფონდო მასალის მოძიება;

ე) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში წიაღით სარგებლობის სფეროში შესაბამისი ლიცენზიებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვების, გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების პირობებისა და მოთხოვნების შესრულების კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წიაღით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე კავშირის სპეციალური საშუალებების, ფოტო-ვიდეოაპარატურის, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობების გამოყენება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს სხვა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევა;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოების უზრუნველყოფა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებების განხილვა;

ლ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.

მ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

    მუხლი 8. წიაღის ლიცენზირების სამსახურის უფლებამოსილებებია

ლიცენზირების სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;

ბ) დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

გ) ლიცენზიების გაცემასთან, ასევე მერქნული რესურსის საკუთრებასა და ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;

დ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის;

ე) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ვ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათავის მოთხოვნების დადგენის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა. სალიცენზიო მოწმობების მომზადება და აღრიცხვა;

ზ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

თ) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა;

ი) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

კ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის და მისი მოადგილეების სხვა დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

    მუხლი 9. დეპარტამენტის თანამშრომლები

1. დეპარტამენტის უფროსს, მის მოადგილეს, დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის მუშაობის პირობები ძირითადად განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო საათების ნორმების ფარგლებში, ამასთან, სამსახურეობრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი უშუალო უფროსის, დეპარტამენტის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).

2. დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია დავალების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

3. დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დადგენილი წესით იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დეპარტამენტის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.

5. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.

7. დეპარტამენტის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დეპარტამენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №3:

 „დანართი 3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აჭარის სამსახური (შემდგომში – აჭარის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. აჭარის სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს.

3. აჭარის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

4. აჭარის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

5. აჭარის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს. აჭარის სამსახურის იურიდიული მისამართია – საქართველო, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. N124.

6. აჭარის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.

    მუხლი 2. აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანები

 აჭარის სამსახურის ძირითადი ამოცანებია სამოქმედო ტერიტორიაზე:

ა) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებით/ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი;

დ) ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

    მუხლი 3. აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობანი

სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით აჭარის სამსახურის უფლება–მოვალეობებია:

ა) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში, მოითხოვოს შესაბამისი ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას სააგენტოს კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;

დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას შესაბამისი წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების, სპეციალური ფირნიშების, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება და შემოწმება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. დაუმორჩილებლობის, ასევე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები;

ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და დადგენილი წესით ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა. სააგენტოს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ან დათვალიერების პროცესში დადგენილი წესით შესაბამისი აქტის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით უზრუნველყოს საქმის მასალების შესაბამის სასამართლოში გადაგზავნა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დააკისროს სამართალდამრღვევებს ზიანის ანაზღაურება;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე დასაბუთებული დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელობასთან წინადადებების დაყენების უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა/გამოცემა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

კ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დადგენილ შემთხვევებში დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გამოცემა და შესაბამისი საქმის მასალების უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნის უზრუნველყოფა;

მ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი და კონტროლი. ამ მიზნით განსახორციელებელი მონიტორინგისა და კონტროლის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებ. ასევე, განხორციელებული მონიტორინგის და კონტროლის შედეგებზე შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა ხელმძღვანელობასთან;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;

ო) დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში აჭარის სამსახური უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;

პ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის ორგანოში გადაგზავნის უზრუნველყოფა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვა, შედგენილი აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება;

რ) მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება აჭარის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ს) დადგენილი წესით განახორციელოს ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის წიაღის მართვის დეპარტამენტში წარმოდგენა.

ტ) ლიცენზიის პირობების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგრიშების წიაღის მართვის დეპარტამენტში წამოდგენა.

უ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 4. აჭარის სამსახურის ორგანიზაცია და მართვა

1. აჭარის სამსახურს ხელძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი;

2. აჭარის სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს აჭარის სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია აჭარის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია აჭარის სამსახურისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ)  წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ასევე ანიჭებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე (მათ შორის სასამართლო ორგანოებში);

დ)     თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს აჭარის სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს.

ე) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;

ვ) სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარების თაობაზე შესაბამის წინადადებების სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს აჭარის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს აჭარის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ახორციელებს აჭარის სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აჭარის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს სამართალდამრღვევ პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;

მ) აბარებს სააგენტოს უფროსს აჭარის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს გარემოს დაბინძურებით ან/და ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს.

ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;

3. აჭარის სამსახურის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე.  

აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს აჭარის სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად, უზრუნველყოფს აჭარის სამსახურის მუშაობის ორგანიზაციას, ზედამხედველობს აჭარის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) აჭარის სამსახურის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) აჭარის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აჭარის სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია აჭარის სამსახურის უფროსისა და სააგენტოს უფროსის წინაშე.

5. აჭარის სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 6. აჭარის სამსახურის თანამშრომლები

1. აჭარის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). ამასთან, აჭარის სამსახურის თანამშრომლები აჭარის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).

2. აჭარის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია, აჭარის სამსახურის უფროსის დავალების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

3. აჭარის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, იყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.

4. თავისი მოვალეობის შესრულებისას, აჭარის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს.

5. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას აჭარის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში აჭარის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი უფლებამოსილია, იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (ასევე სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.

7. აჭარის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით აჭარის სამსახურისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

8. აჭარის სამსახურის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან აჭარის სამსახურის უფროსის დავალების საფუძველზე გასცენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან/და დადგენილი წესით უზრუნველყონ მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

5 . ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 დანართი:

 „დანართი 4

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შავი ზღვის სამსახური (შემდგომში – შავი ზღვის სამსახური) არის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში  სააგენტო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას შავი ზღვის სამსახური წარმოადგენს სააგენტოს.

3 . შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

4 . შავი ზღვის სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

5 . შავი ზღვის სამსახური ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.

6 . შავი ზღვის სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 5.

    მუხლი 2. შავი ზღვის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები

1. შავი ზღვის სამსახური სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შავი ზღვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;

ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

დ) ასევე, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

    მუხლი 3. შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილებები

სამოქმედო ტერიტორის ფარგლებში შავი ზღვის სამსახური უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი:

ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;

ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;

ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ბალასტური წყლების ფორმის“ წარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;

ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური და რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;

ა.ე) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;

ა.ვ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ნავსადგურებში, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის, მცურავ საშუალებებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;

ა.ზ) საწარმო-დაწესებულების, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ მცურავ საშუალებებით ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;

ა.თ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ა.ი) შავ ზღვაზე თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;

ბ) კონტროლის განხორციელების მიზნით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით შეამოწმოს შესაბამის ობიექტები;

გ) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), მათ შორის, საწარმო-დაწესებულებები, ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინონ შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მათი აღჭურვილობის საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს დათვალიერება ან/და შემოწმება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, თევზჭერასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამრღვევი გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ, ეკონომიკურ, ზონის ფარგლებში და აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და სასაზღვრო სამხედრო საზღვაო ძალებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;

ვ) დათვალიერების ან შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის, ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომლებიც შეეხება განვლილ და მიმდინარე საქმიანობას შავი ზღვის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებზე;

ზ) მიიღოს თევზმჭერი ორგანიზაციებიდან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მისი გადამუშავების შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);

თ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და, თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით დათვალიერების ან შემოწმების პროცესში შეადგინოს შესაბამისი აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;

ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის დარღვევაში მხილებულ პირთა სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა და დააყენოს საკითხი ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე;

ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე, უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. დამრღვევი პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის და/ან თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერების ან შემოწმების განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნით, ასევე კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;

პ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია სააგენტოს ქვემდებარეობას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

ჟ) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის სახელმწიფოსთვის ასანაზღაურებლად, მათ შორის, გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტიდან, ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სხვა ადმინისტრაციულ ზომების გამოყენებასთან ერთად დააკისროს დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათი ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად განსაზღვროს გონივრული ვადა და დაადგინოს ის პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. დადგენილი წესით უზრუნველყოს ადმინისტრაციული მიწერილობის შედგენა/გამოცემა და შესაბამისი პირებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დადგენილ შემთხვევებში დადგენილების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გამოცემა და შესაბამისი საქმის მასალების უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნის უზრუნველყოფა;

ტ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი სააგენტოს სხვა დანაყოფების ჩართულობის (მონაწილეობის) თაობაზე;

) ზღვაში გარემოსდაცვითი, მათ შორის თევზჭერასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;

) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით გააფორმოს ხელშეკრულებები ან შეიმუშაოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

) სახელმწიფო კონტროლის პროცესში დადგენილი წესით განახორციელოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება, ასევე ამ მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების ან დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევისთვის საკითხის დაყენება, ასევე გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტოვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;

) კომპეტენციის ფარგლებში, წერილობითი მომართვების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და მათში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების გატარება;

) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

    მუხლი 4. შავი ზღვის სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია

1. შავი ზღვის სამსახურს ხელძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

2. შავი ზღვის სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია შავი ზღვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისთვის;

გ) აწესრიგებს შავი ზღვის სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. ანიჭებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლებს წარმომადგენლობას (მათ შორის, სასამართლო ორგანოებში);

ე) დადგენილი წესით, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს შავი ზღვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების კომპეტენციებს, ან მიზნით წარმოადგენს შესაბამის წინადადებებს სააგენტოს უფროსთან;

ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

ზ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის რეგულირების ობიექტს დადგენილი წესით დააკისროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;

თ) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შავი ზღვის სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს, იძულებითი აღსრულების მიზნით შემუშავებულ სააღსრულებო ფურცელს;

კ) წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) ახორციელებს შავი ზღვის სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს და პასუხისმგებელია მათ შენახვაზე;

მ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა შავი ზღვის სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ნ) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს შესაბამის პირებს (ფიზიკური და იურიდიული პირები), მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;

ო) აბარებს სააგენტოს უფროსს შავი ზღვის სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;

პ) ანაწილებს შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;

ჟ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსს განსახილველად წარუდგენს დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას;

რ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამაცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3. შავი ზღვის სამსახურის უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული რაოდენობის მოადგილე. შავი ზღვის სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს შავი ზღვის სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

) მასზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფ შავი ზღვის სამსახური მუშაობის ორგანიზაციას, ზედამხედველობს შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

) შავი ზღვის სამსახურის უფროსთან კოორდინაციით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე და გამოიტანოს შესაბამისი დადგენილება;

) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შავი ზღვის სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. შავი ზღვის სამსახურის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით შავი ზღვის სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია შავი ზღვის სამსახურის უფროსისა და სააგენტო უფროსის წინაშე.

5 . შავი ზღვის სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აჭარის სამსახურის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 5. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურა

1. შავი ზღვის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულისა და საშტატო ნუსხით განსაზღვრული სხვა თანამშრომლების მეშვეობით.

2. შავი ზღვის სამსახურის სტრუქტურული ერთეულია ფოთის სამმართველო (შემდგომში - სამმართველო) . სამმართველოს უფლებამოსილებები სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად.

3. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

4. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

გ) აწესრიგებს სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომელის მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

ე) შავი ზღვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება, მათ შორის სამართალდამრღვევს დადგენილი წესით აკისრებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;

ვ) აბარებს შავი ზღვის სამსახურის უფროსს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) ანაწილებს სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;

ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამმართველოს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის პასუხების, ასევე სამმართველოს მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.

    მუხლი 6. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლები

1. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლებს აქვს არანორმირებული სამუშაო დღე (საათები). ამასთან, შავი ზღვის სამსახურის სამსახურის თანამშრომლები შავი ზღვის სამსახურის სამსახურის ან სააგენტოს უფროსის დავალებით, შეიძლება ჩაებან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში სამუშაოს ხანგრძლივობის დადგენილი ნორმის ზემოთ (ღამით, უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისათვის).

2. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია შავი ზღვის სამსახურის ან შესაბამისი სამმართველოს უფროსის დავალების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის სამართალდამრღვევს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

3. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოიყენებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), სამსახურებრივი პირადობის მოწმობას, ლუქს, ბეჭედსა და სხვა საშუალებებს.

4. თავისი მოვალეობის შესრულებისას შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი გამოიყენებს სატრანსპორტო და მცურავ საშუალებებს;

5. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი უფლებამოსილია დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შავი ზღვის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი უფლებამოსილია იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის იმ ნაწილში შეაჩეროს შესაბამისი ობიექტების საქმიანობა (მათ შორის მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რაც საჭიროა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმებისთვის და დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომების გატარება.

7. შავი ზღვის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით შავი ზღვის სამსახურის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

    მუხლი 2.

 ამ ბრძანებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები (მათ შორის სტრუქტურული ქვედანაყოფების სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები) მათი სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, უფლებამოსილნი არიან უზრუნველყონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარმოებული და დაუსრულებელი საქმეების წარმოება, მათ შორის სასამართლო, სააღსრულებო და სხვა ორგანოებში მათ დასრულებამდე, ასევე წარმომადგენლობის განხორციელება სააგენტოს უფროსის ან კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფების ან მათი სპეციალიზირებული სტრუქტურული ერთეულების უფროსების მიერ დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

მინისტრის პირველი მოადგილე

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი . ვალიშვილი