„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 4-16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 27/04/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.36.101.016104
  • Word
4-16
27/04/2012
ვებგვერდი, 03/05/2012
010340000.36.101.016104
„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №4-16

2012 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

 1. „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით (სსმ V, №21, 03.09.2010, მუხ. 580) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე, უთანაბრდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.“;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება სარგებლობის უფლების მიმღები პირის ფინანსური, საინვესტიციო და სხვა ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლების საკითხზე .“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ზ. სამადაშვილი