,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4-15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 27/04/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040110030.36.101.016102
  • Word
4-15
27/04/2012
ვებგვერდი, 03/05/2012
040110030.36.101.016102
,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №4-15

2012 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით (სსმ V, №21, 03.09.2010, მუხლი 578, გვ.9) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების განხორციელებისას აუქციონატორი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმით და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია აუქციონატორის ოფიციალური ინტერნეტსაიტის – www.iauction.ge (ან auction.tbilisi.gov.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.“;

ბ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული აუქციონი ტარდება აუქციონატორის ინტერნეტსაიტის – www.iauction.ge (ან auction.tbilisi.gov.ge) მეშვეობით, რომელშიც რეგისტრირდება აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი.“

გ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისის მთავრობა ან აუქციონატორი, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება სააუქციონო ვალდებულებების, საინვესტიციო (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო პირობების) და ფინანსური (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო ფასის) ვალდებულებების (მათ შორის, პირგასამტეხლოს, საურავის) მოხსნის ან/და სხვა შესრულების მიღების შესახებ.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ზ. სამადაშვილი