„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016361
  • Word
135
30/04/2012
ვებგვერდი, 03/05/2012
040110000.22.033.016361
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №135

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

მუხლი 1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცები თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხლი 1897) შეტანილ ქნ ს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №1-ის („სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები ):

ა) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახური (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2 . ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექ პერტი ) ან/და აუდიტ რი ფირმის (აუდიტორი ) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის შეფასების, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექ პერტის) და/ან აუდიტ რი ფირმის (აუდიტორის) დასკვნის გათვალისწინებით, სააგენტო ადგენს ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო ფასს.“;

გ) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 700 ლარს (საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ღირებულება დგინდება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საგადასახადო სანქციის აღსრულებისთანავე.    

3. სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის ან ექსპერტიზის განმახორციელებელი სხვა საექპერტო დაწესებულების (ექსპერტის) მიერ მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში უხარისხო და/ან ფალსიფიცირებული საქონლის, ან ისეთი საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ხორციელდება ამ ქონების განადგურება , კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

დ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექ პერტის) და/ან აუდიტ რი ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/ დასკვნის საფუძველზე. ;

ე) 191 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის წლიური საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექ პერტის) და/ან აუდიტ რი ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/ დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის („ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი“):

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3.სააგენტოს ყოველკვარტალური დაფინანსების მოცულობა ამონაგები თანხიდან, განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთი მეოთხედის ოდენობით.“;

 ბ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

    „მუხლი 21. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას, ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში, აღსრულების საფასური გადაიხდევინება ამ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი № 3 („ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20–––წლის–– კვარტალის მდგომარეობით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20–––წლის–– კვარტ ლის მდგომარეობით

 

დასახელება

საანგარიშო

კვარტალი

წლის დასაწყისიდან

1

2

3

4

1

 

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/–)

 

 

2

 

ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

 

სააგენტოს დაფინანსება ამონაგები თანხიდან

 

 

 

4

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური

 

 

 

5

 

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

 

6

 

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

 

7

 

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4-5) (თანხა ლარებში)

 

 

8

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (7+1–6) (თანხა ლარებში)

 

 

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე