გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.166.016064
  • Word
19
26/04/2012
ვებგვერდი, 02/05/2012
140060000.35.166.016064
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2012 წლის 26 აპრილი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1.   „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის   5 ნოემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

დებულების 51  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების  –  განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქ. გურჯაანის განყოფილება;

ბ) კაჭრეთის განყოფილება;

გ) სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობის განყოფილება;

დ) სახანძრო უსაფრთხოების განყოფილება.

 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.”.

მუხლი 2.   დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი,

თავმჯდომარის მოადგილე                ა. სირბილაშვილი