დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016085 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
201 2 წლის 30 აპრილი
ქ. ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის № 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებით (ვებგვერდი, 111222007, 26/12/2011 190020020.35.158.016062) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1.
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. 18-დან 60 წლამდე ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა) №100;
დ) ცნობა ტეროტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.” .
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახების ორსული წევრები, რომელთაც გააჩნია 70 000 ქულაზე ნაკლები და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვე ვო პოლისი.” .
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე- 4 მუხლი ამოღებულ იქნ ეს.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები