„თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 7/15
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 26/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016128
  • Word
7/15
26/04/2012
ვებგვერდი, 01/05/2012
010260020.35.111.016128
„თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №7/15

2012 წლის 26 აპრილი

ქ. ფოთი

,,თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში (სსმ, 03/06/2011 წელი, კოდი 010260020.35.111. 016092), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანო;

ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანო;

გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო;

დ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო.“ .

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            . საღინაძე