დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/14 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 26/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.016127 |
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №7/1 4
2012 წლის 26 აპრილი
ქ. ფოთი
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტისა და 12 I მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილების (სსმ , 10/03.2011 სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016061) დანართ №1-ში „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ , კერძოდ:
1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სახელმწიფო ორგანოები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათებით“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოები“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები