ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის - სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის - სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016113
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
26/04/2012
ვებგვერდი, 04/05/2012
010260020.35.117.016113
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის - სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (04/05/2012 - 13/06/2013)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2012 წლის 26 აპრილი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         კ. ფარჯანაძე

                                                                                                                                                        დანართი №1

                        ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიცური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.

    მუხლი 2

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში;

გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ;

დ) უშუალო ხელმძღვანელი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.

 

 

 

 

თავი II

სტაჟიორის სტატუსი

    მუხლი 3

1. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.

2. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

ა) იყოს საქართველოს მოქალაქე;

ბ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

    მუხლი 4

1. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

დ) ავტობიოგრაფია (CV , რეზიუმე);

ე) ორი ფოტოსურათი (3X4).

2. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გაივლის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან.

3. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გასაუბრებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამგებელი განსაზღვრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.

4. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ერთეულს.

 

თავი III

სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები

    მუხლი 5

სტაჟიორს უფლება აქვს:

ა) უშუალო ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს მისთვის საჭირო სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით;

ბ) დაესწროს გამგეობის თათბირებს და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.

    მუხლი 6

სტაჟიორი ვალდებულია:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები;

ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა;

გ) გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის;

     დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.

 

 

 

თავი IV

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვალდებულება სტაჟიორის მიმართ

    მუხლი 7

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;

ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;

გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

 

თავი V

სტაჟირების სხვა პირობები

    მუხლი 8

1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:

ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობა;

ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) პირადი განცხადება;

დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).

2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველძე.

3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული _ ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.

 

თავი V I

სტაჟირების დასრულება და სერიფიკატის გადაცემა

    მუხლი 9

1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.

2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.

3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

4. სერტიფიკატს ენიჭება ნომერი, რომელიც შედგება ოთხი ციფრისაგან უწყვეტი ნუმერაციით 0001-დან 9999-ის ჩათვლით.

5. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს გაცემული სერტიფიკატების აღრიცხვას ზონარგაყრილ ჟურნალში (სერტიფიკატის ნომრის, მიმღები პირისა და გაცემის თარიღის მითითებით).

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

 

 

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი

 

 

 

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი   ე ძ ლ ე ვ ა

 

 

––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელი, გვარი

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების კურსის წარმატრებით დასრულებისათვის

 

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––     –––––––––––––––––

ხელმოწერა                                                 თარიღი