დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.167.016071 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 27 აპრილი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შეტანილ იქნჱს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში.
მუხლი 2.
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგნაირად:
,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.’’ .
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.’’
3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ თემებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ქ. ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქ. ლაგოდეხი);
ბ) ტერიტორიული ორგანო მაწიმის თემში(სამოქმედო ტერიტორია – მაწიმის თემი (სოფლები: მაწიმი, რაჭისუბანი));
გ) ტერიტორიული ორგანო შრომის თემში (სამოქმედო ტერიტორია – შრომის თემი (სოფლები: შრომა, კავშირი));
დ) ტერიტორიული ორგანო ნინიგორის თემში (სამოქმედო ტერიტორია – ნინიგორის თემი (სოფლები: ნინიგორი, გელათი, განათლება, ხიზა, ხიზაბავრა, ზ/გურგენიანი, ქვ/ გურგენიანი));
ე) ტერიტორიული ორგანო ცოდნისკარის თემში (სამოქმედო ტერიტორია – ცოდნისკარის თემი (სოფლები: ცოდნისკარი,შეერთება,დავითიანი,წიფლისწყარო, ჩადუნიანი, თელა));
ვ) ტერიტორიული ორგანო ვარდისუბნის თემში(სამოქმედო ტერიტორია – ვარდისუბნის თემი (სოფლები: ვარდისუბანი, სვიდება, მშვიდობიანი, საქობო));
ზ) ტერიტორიული ორგანო ჭიაურის თემში (სამოქმედო ტერიტორია – ჭიაურის თემი (სოფლები: ჭიაური, წითელი გორი, ჰერეთისკარი, თამარიანი));
თ) ტერიტორიული ორგანო კართუბნის თემში(სამოქმედო ტერიტორია – კართუბნის თემი (სოფლები: კართუბანი, ბოლოკიანი, ნაწისქვილარი, ნაინდროვალი));
ი) ტერიტორიული ორგანო ბაისუბნის თემში(სამოქმედო ტერიტორია – ბაისუბნის თემი (სოფლები: ბაისუბანი, ზ/მსხალგორი, ქვ/მსხალგორი, პატარა გორი));
კ) ტერიტორიული ორგანო კაბლის თემში (სამოქმედო ტერიტორია – კაბლის თემი (სოფლები: კაბალი, განჯალა, უზუნთალა, კარაჯალა));
ლ) ტერიტორიული ორგანო ფონის თემში (სამოქმედო ტერიტორია – ფონის თემი (სოფლები: ზ/ფონა, ქვ/ფონა, ზ/ხეჩილი, ქვ/ხეჩილი, დონა));
მ) ტერიტორიული ორგანო გიორგეთის თემში(სამოქმედო ტერიტორია - გიორგეთის თემი (სოფლები: გიორგეთი, ვერხვისმინდორი, ფიჩხიბოგირი, ლაფნიანი, გუჯარეთი ));
ნ) ტერიტორიული ორგანო აფენის თემში (სამოქმედო ტერიტორია – აფენის თემი (სოფლები: აფენი, ფოდაანი, ბაღდათი, ონანაური, ჭაბუკიანი, ზ/ნაშოვარი, ქვ/ნაშოვარი, გვიმრიანი ));
ო) ტერიტორიული ორგანო არეშფერანის თემში(სამოქმედო ტერიტორია – არეშფერანის თემი (სოფლები: არეშფერანი, ქევხიანი, ხოშოტიანი, ზ/ბოლქვი, ქვ/ბოლქვი ));
პ) ტერიტორიული ორგანო ლელიანის თემში(სამოქმედო ტერიტორია – ლელიანის თემი (სოფლები: ლელიანი, ბებურიანი, ბალთა, ქალქვა, ნამესრალი, მირსკისეული, მეორე ლელიანი ));
3. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.’’ .
4. მე-11 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,დ) მუნიციპალიტეტის რწმუნებულები თემებში.’’ .
5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,, ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული
ორგანოების დებულებების პროექტებს;’’.
6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
7. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს თემებში, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;
8. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ნ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს თემებში და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;’’.
9. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,2. გამგებლის მოადგილეები, გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების შესაბამისად, დარგების მიხედვით, უშუალო კორდინაციას უწევენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას, განსაკუთრებულ შემთხვევებში ასრულებენ გამგებლის სხვა დავალებებს, აგრეთვე ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.’’
10 . მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 15. მუნიციპალიტეტის რწმუნებული
1. მუნიციპალიტეტის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული)არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის თემში.
3. რწმუნებულის საქმიანობისთვის ხელის შეწყობის მიზნით, ტერიტორიულ ორგანოში ინიშნებიან გამგეობის სხვა მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა და რანგირება თემის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი, რომელთა გამოყენების წესი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით.
5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
6. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
7. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე. ‘’
11. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.’’
12. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილ(ეებ)ის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რწმუნებულების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან განთავისუფლების, მათი მივლინების, შვებულების და სხვათა შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.’ .’
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . გოზალიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები