ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №11დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №11დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.167.016070
  • Word
20
27/04/2012
ვებგვერდი, 04/05/2012
280120000.35.167.016070
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №11დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2012 წლის 27 აპრილი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №11 დადგენილებაში ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

შეტანილ იქნს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2012 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №11 დადგენილებაში.

    მუხლი 2.

1. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი 1-ის მე-3 მუხლს დაემატოს 3.14 პუნქტი:

,,3.14. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა.’’

2. მე-5 მუხლის 5.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5.6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ან/და ცხოვრობს საშიშ, გაუსაძლის პირობებში.’’

 3. მე-5 მუხლის 5.11. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5.11. ოჯახი, რომლის წევრიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას /გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური განმეორებითი საკეისრო კვეთისა/, მაგრამ არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს /პოლისს/ ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა №100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსებას;’’

     4. მე-5 მუხლს დაემატოს 5.14 . პუნქტი:

,,5.14 . 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები.’’

 5. მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა.’’

6. მე-9 მუხლის 9.2 . პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა.’’

7. მე-9 მუხლის 9.5 . პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა/მომართვა პირის სოციალური მდგომარეობის შესახებ.’’

 8. მე-9 მუხლის 9.6 . პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 ,,9.6 . მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი ან/და ცხოვრობენ საშიშ-გაუსაძლის პირობებში.’’

9. მე-9 მუხლის 9.10 . პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა/მომართვა პირის სოციალური მდგომარეობის შესახებ.’’

  10. მე-9 მუხლის 9.11 . პუნქტს დაემატოს ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტები:

,,ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან ოჯახის ფაქტ ობრივად საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ზ) ცნობა-მომართვა სადაზღვევო კომპანიიდან.’’

11. მე-9 მუხლის 9.12 . პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,9.12 . ოჯახისათვის, რომელსაც სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.’’

12. მე-9 მუხლის 9.13 . პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,9.13 უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის მითითებით;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.’’

13. მე-9 მუხლს დაემატოს 9.14 . პუნქტი:

,,9.14 100 . წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან ფაქტ ობრივად საცხოვრებელი ადგილის  შესახებ.’’

     14. მე-10 მუხლს დაემატოს 10.61პუნქტი:

,,10.61 . მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ, გაუსაძლის პირობებში-ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით არა უმეტეს –  500 ლარი.’’

15. მე-10 მუხლის 10.13 . პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 ,,10.13 . ოჯახი, რომელიც თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებს დახმარებას  შეშა 3მ3 -ის ოდენობით; დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ოჯახთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ოჯახის დაბალი სარეიტინგო ქულა, ოჯახის წევრთა რაოდენობა და ასაკი.’’

16. მე-10 მუხლს დაემატოს 10.14 . პუნქტი:

 ,,10.14 . 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით-200 ლარი.’’

17. მე-12 მუხლს დაემატოს 12.8 . პუნქტი:

,,12.8 . მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ, გაუსაძლის პირობებში ერთჯერადი დახმარება გაიცემა ოჯახის ადგილზე შემოწმების /შესაბამისი აქტის/ საფუძველზე.’’

    მუხლი 3.

დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2  ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

                                                                                                                                       „დანართი 2

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2012 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

დასახელება

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდ-ბა

სოციალური დახმარების მოცულობა /ლარი/

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე

სულ

1*

უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

 

40000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

2**

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება

 

 

70000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

3

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის

 

 

200000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

 

უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

500

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

სამედიცინო კვლევებისა და სტაციონაი მომსახურების თანადაფინანსება

200

არა უმეტეს 500 ლარი

 

პროგრამის შესაბამისად

 

გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა /ბინის ქირა/

5

არა უმეტეს 100 ლარი ყოველთვიურად

 

პროგრამის შესაბამისად

 

ობოლი და მარჩენალდაკარგული ბ ავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

50

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი

30

100 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

10

200 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

4

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება

 

 

100 ლარი

 სადგესასწაულო საჩუქრები    

5000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

5

მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

 

 

70000 ლარი

 

 

მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება

100

200 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

     

 

მრავალშვილიანი ოჯახები , რომლებიც ცხოვრობენ საშიშ, გაუსაძლის პირობებში

5

არა უმეტეს

 500 ლარი

 

წელიწადში ერთხელ

 

ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება

500

100 ლარი

 

დაბადებიდან 6 თვის ვადაში

6

იძულებით გადაადგილებულ პირთა /დევნილთა/ დახმარება

250

 

10000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

7

მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების დახმარება /გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის/

12

250 ლარი

3000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

8

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება /სარიტუალო ხარჯებისათვის/

25

200

5000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

9

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფა

 

 

15000 ლარი

პროგრამის შესაბამისად

 

სულ

 

 

418000

 

* შენიშვნა: უფასო კვების ობიექტი ფუნქციონირებ ს ქ. ლაგოდეხში, მაისის ქუჩა №35 .

** შენიშვნა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში საკუთარი პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ააიპს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური.     

 

  მუხლი 4.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე         გ . გოზალიშვილი