დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2294 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/07/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40(47), 11/08/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.001.000.650 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის:
ა) „ბ” – „ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განკარგვა – ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა;
გ) იჯარა – ამ კანონში ტერმინში „იჯარა” იგულისხმება აღნაგობის უფლებაც;
დ) მიწათსარგებლობის უფლება – მოიცავს იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის ან უზუფრუქტის უფლებებს;
ე) მიწის სამართლებრივი რეჟიმი – მიწით სარგებლობის, ყიდვა-გაყიდვის, კონსერვაციის, რეგისტრაციის, კადასტრის, ზედამხედველობისა და ქალაქთმშენებლობის (რაიონული დაგეგმარების სქემები და პროექტები, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა გენერალური სქემები და გეგმები) მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებიც შეეხება ქალაქების დაგეგმარებას, ზონებად დაყოფას, დაცული ტერიტორიების, წყლის ობიექტების, გარემოსა და მინერალური რესურსების დაცვას. მიწის სამართლებრივ რეჟიმს, აგრეთვე განეკუთვნება ნებისმიერი კერძო სამართლებრივი შეთანხმება, რომელიც ეხება მიწით სარგებლობას, ფლობას ან განკარგვას;
ვ) მოიჯარე – ამ კანონში ტერმინში „მოიჯარე” იგულისხმება აღნაგობის უფლების მქონეც;”;
ბ) „ვ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ” - „ი” ქვეპუნქტები:
„ზ) სახელმწიფო მიწა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
თ) შეზღუდვა – მიწათმოსარგებლისათვის მიწის ფლობის, განკარგვის ან სარგებლობის,' სერვიტუტების ჩათვლით, უფლების შეზღუდვა ან შეკვეცა;
ი) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია ან ნაგებობა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად განსაზღვრულია როგორც უძრავი ნივთი.”.
2. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სარგებლობასა და”.
3. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ორგანოები” და პუნქტს სიტყვის „მმართველობის” შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე”;
ბ) მე-2–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება მიწის სამართლებრივი რეჟიმით განსაზღვრული:
ა) სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ადგილობრივი განვითარებისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით სახელმწიფო მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმების დამტკიცება;
ბ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით ტერიტორიული ზონირების განსაზღვრა და მისი საზღვრების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით და ამ კანონის შესაბამისად მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა.
3. ამ კანონით რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო მიწის განკარგვის პროცესის ორგანიზება და მართვა;
ბ) საკონკურსო კომისიის დანიშვნა და სახელმწიფო მიწის საჯარო წესით გაყიდვის ორგანიზება;
გ) სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო მიწის განკარგვის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
დ) სახელმწიფოს სახელით იჯარის, აღნაგობის, ქირავნობის, უზუფრუქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება.
4. სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა:
ა) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები) და დასასვენებელი ადგილები (პარკები, ტყე-პარკები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები);
ბ) მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებულია წყალსაცავები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;
გ) მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა);
დ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვა, მობილიზაცია) მიწის ნაკვეთები;
ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებული სახელმწიფო ქონება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას;
ვ) სხვა მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.”;
გ) მე-5 პუნქტში სიტყვები „სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე” შეიცვალოს სიტყვით „განკარგვაზე”;
დ) მე-6 პუნქტში სიტყვები „სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემაზე” შეიცვალოს სიტყვით „განკარგვაზე”, ხოლო სიტყვები „რომელთა შორის უმთავრესია” – სიტყვით „და”;
ე) მე-7 პუნქტში სიტყვა „ინდივიდუალური” შეიცვალოს სიტყვით „პირდაპირი”;
ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.”;
ზ) მე-9 პუნქტში სიტყვას „სადავო” წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო მიწის განკარგვასთან დაკავშირებული”;
თ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან საკუთრების უფლება, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიეცემა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რეგისტრირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.”;
ი) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. მხოლოდ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციაა მიწის ნაკვეთების შერჩევა, აუქციონისა და კონკურსის ორგანიზება, მიწის განკარგვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება და საიჯარო ურთიერთობების მართვა. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ზემოთ აღნიშნულ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის, როგორც უძრავი ქონების მიმართ უფლებების სარეგისტრაციო ფუნქციების განმახორციელებელი ორგანოს, როლთან, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა.”.
4. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. სახელმწიფო მიწით სარგებლობა და გასხვისება”.
5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სახელმწიფო მიწით სარგებლობა და მისი გასხვისება
1. ამ კანონის საფუძველზე საკუთრების, იჯარის, აღნაგობის, ქირავნობისა და უზუფრუქტის უფლებების სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
2. სახელმწიფო მიწა სარგებლობის უფლებით გაიცემა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მოცემული მიწის ნაკვეთის გასხვისება კანონით არის აკრძალული;
ბ) მიმღების თხოვნის შესაბამისად;
გ) რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოს დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოცემული მიწის ნაკვეთის გასხვისება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ან ტერიტორიული ერთეულის ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა ინტერესებს”.
6. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იჯარის ხელშეკრულებას რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოები დებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის და მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროებთან და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული ფორმით.”;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვის „მხარეები” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლების თანდასწრებით”;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იჯარის ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთის მეიჯარედ შეიტანება სახელმწიფო, წარმოდგენილი რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების სახით.
5. იჯარის ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლებას, მისი შესყიდვის დროისათვის არსებული საბაზრო ფასით.”;
დ) მე-6 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვების „იჯარის ვადა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აუქციონის შემთხვევაში განისაზღვრება რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში”;
ე) მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომელსაც ადგენს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო”.
7. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიწის იჯარის ქირა შეიძლება შედგებოდეს მიწის იჯარის ქირისა და იჯარით გაცემული, მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონების იჯარის ქირისაგან. მიწისა და ქონების იჯარის ქირა ცალ-ცალკე აღირიცხება იჯარის ხელშეკრულებაში.”;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვების „ქირის ოდენობა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „დგინდება ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად და”;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საიჯარო ქირის შეცვლის შემთხვევები და მისი გამოთვლის წესი განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით.”.
8. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საიჯარო უფლების გასხვისება, ქვეიჯარით გაცემა და დაგირავება”;
ბ) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„მეიჯარეს არა აქვს უფლება დაუსაბუთებელი უარი განაცხადოს ამგვარი თანხმობის გაცემაზე, თუ შემცვლელ მოიჯარეს იჯარის ასაღებად აქვს როგორც კანონიერი უფლება, ისე შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.”;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეიჯარის თანხმობით მოიჯარეს უფლება აქვს მიწა და იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი გასცეს ქვეიჯარით. ამასთან, იჯარის ხელშეკრულებისათვის მოიჯარის პასუხისმგებლობა მეიჯარის წინაშე კვლავ უცვლელი რჩება. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით გასცეს ან გაასხვისოს საიჯარო მიწის ნაკვეთზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები. შენობა-ნაგებობების გასხვისების შემთხვევაში მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადავიდეს ახალი მესაკუთრის ხელში.”;
დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. მოიჯარეს უფლება აქვს დააგირავოს მის ხელთ არსებული სახელმწიფო მიწის იჯარის უფლება. ამგვარი სახელმწიფო მიწის იჯარის გირაოს მფლობელი ფლობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოგირავნის ყველა უფლებას.
4. მოიჯარეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს მეიჯარის უარი, მისცეს მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარის გასხვისების, ქვეიჯარით გაცემის ან დაგირავების ნებართვა”.
9. მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი და მე-2–5 პუნქტები.
10. მე-9 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„და შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის არსებული კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე შეუძლიათ დააწესონ ამ ორგანიზაციებმა.”;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო მიწის განკარგვა ამ კანონის შესაბამისად ექვემდებარება მიწის სამართლებრივ რეჟიმს.”;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. საჯარო-სამართლებრივი და სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც არსებობდა ცალკეული კატეგორიის მიწის მიმართ, ძალაში რჩება ამ კანონის საფუძველზე მისი განკარგვის შემდეგაც. დაუშვებელია სახელმწიფო მიწის განკარგვის დროისათვის მიწით სარგებლობაზე სხვა რაიმე შეზღუდვის დაწესება, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც დადგენილია მიწის განკარგვის დროისათვის ძალაში მყოფი მიწის სამართლებრივი რეჟიმის ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მიწის ნაკვეთის განკარგვის შემთხვევაში გამყიდველს შეუძლია სახელმწიფოს, საზოგადოების ან მეზობლად განლაგებული მიწის მფლობელის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთზე დააწესოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვიტუტები, მის მიმართ ან მისი მეშვეობით, რომელიც აუცილებელია მისი ინტერესების დასაცავად.”.
11. კანონის ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თავი III. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო მიწის ქირავნობის, აღნაგობის და უზუფრუქტის ფორმით გაცემა”.
12. მე-10 მუხლის:
ა) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ქირავნობის, აღნაგობის და”;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
13. კანონის ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „თავი IV. სახელმწიფო მიწის გასხვისება”.
14. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო მიწის ნაკვეთები საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიეყიდებათ მიწის სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვით ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დადგენილი ფასით. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარო რეესტრში (საადგილმამულო წიგნში).”;
გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის” შეიცვალოს სიტყვებით „რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი”.
15. მე-12 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის, ქირის განსაზღვრისა და მიწის ფასის გადახდის წესი”;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით. სახელმწიფო მიწის განკარგვაზე მოწყობილი კონკურსის ან აუქციონის დროს საწყისი ფასი (ქირა) არ შეიძლება იყოს მიწის ნორმატიულ ფასზე (ქირაზე) ნაკლები.”;
გ) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასი ან ქირა დიფერენცირებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსებისა და ტერიტორიული ზონების მიხედვით.”;
დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის (ქირის) გადახდის წესსა და ანგარიშსწორების ვადებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები.
5. რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოებისა და მყიდველის შეთანხმების საფუძველზე მიწის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ, მაგრამ შესყიდვის ფასის სრული დაფარვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.”;
ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. კონკურსის ან აუქციონის დროს ფასის გადავადების ან ნაწილ-ნაწილ გადახდის პირობები უნდა განისაზღვროს კონკურსის ან აუქციონის საწყისი პირობების გამოცხადებამდე.
7. შესყიდვის ფასის სრულ გადახდამდე მიწა საკუთრებაში შეიძლება გაიცეს მხოლოდ რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოსათვის მიწის გირაოში გადაცემის შემთხვევაში, რითაც მოხდება მიწის შესყიდვის ფასის უზრუნველყოფა.”.
16. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სახელმწიფო მიწის და უძრავი ქონების შესყიდვა და სარგებლობის უფლების გაუქმება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს უფლება აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეისყიდოს მიწა და სხვა უძრავი ქონება და გააუქმოს სარგებლობის უფლება.”.
17. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით”;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი” შეიცვალოს სიტყვებით „იუსტიციის სამინისტრო”, სიტყვის „ჩატარების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „მიწის პირდაპირი განკარგვის წესს და იჯარის ხელშეკრულების ფორმას”, ხოლო სიტყვა „წესს” ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტში სიტყვის „ნაკვეთებზე” შემდეგ დაემატოს სიტყვები „რომლებიც იმყოფება ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში და”, ხოლო სიტყვები „გადავიდა კერძო საკუთრებაში” შეიცვალოს სიტყვებით „ექვემდებარება კერძო საკუთრებაში გადაცემას”;
დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობის პერიოდში უზრუნველყოს მიწის სახელმწიფო, მუნიციპალურ და ადგილობრივ საკუთრებად გამიჯვნის შესახებ კანონპროექტის წარმოდგენა.”.
18. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნული პირები იხდიან ჯარიმას მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის მიწის წლიური გადასახადის ოდენობით.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2294–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები