ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016069
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
19
27/04/2012
ვებგვერდი, 04/05/2012
010250020.35.167.016069
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/05/2012 - 01/02/2013)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2012 წლის 27 აპრილი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

      მუხლი 2.

  ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის

28 აპრილის №11 დადგენილება.

         მუხლი 3.

  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე         გ . გოზალიშვილი

დანართი

  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის  

                                      განვითარების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1. დებულება განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების; აგრეთვე, საკრებულოს დადგენილებების, განკარგულებების და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი, ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

ქონების მართვის სფეროში:

ა) მუნიციპალური ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების კოორდინირება კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) წინადადებების მომზადება მის კომპეტენციაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის შედგენა, გამგებლისათვის წარსადგენად სათანადო წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

დ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადაცემული თვითმმართველი ერთეულის ქონების გამოყენებისა და ამ ქონებით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ე) საკრებულოში წარსადგენად თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისათვის წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ორგანიზება;

    ზ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას. გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა მოწესრიგება;

 თ) ქონების გადასახადის და მოსაკრებლების განაკვეთების დადგენაზე წინადადებების შემუშავება;

 ი) თვითმმართველი ერთეულის მიწის რესურსების მართვის ორგანიზება;   

 კ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადასახადის ზედამხედველობა და შესაბამისი სტრუქტურული სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

2. მშენებლობისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სფეროში:

ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა;

გ) ქალაქმშენებლობითი პირობების (გეგმარებითი დავალებები) მოწესრიგება, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შეთანხმება, შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების) მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების შეთანხმება;

     დ)კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით მშენებლობის ნებართვების მომზადება;

ე) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი წინადადების მომზადება.

3. ტრანსპორტისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში:

ა) ნორმატიულ-სამართებლივი დოკუმენტების საფუძველზე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა სახის საგზაო მოძრაობის დაგეგმარება, მათი მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადება და შეთანხმება საპატრულო პოლიციასთან;

ბ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების თაობაზე;

გ) ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;

დ) ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;

4. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში:

ა) მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენა, განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების კონტროლი;

ბ) ინვესტორებთან ურთიერთობა, ინვესტორთა ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

დ) ტურიზმის, კურორტების და რეკრეაციის განვითარების საკითხების შემუშავება და პროექტების დაგეგმა;

ე) თავის კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშების უზრუნველყოფა ;

ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ზ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვისა და მის განსახორციელებლად შესაბამისი პროექტების მომზადება;

  თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ შედეგებზე პრევენციული და აღდგენითი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი პროექტების მომზადება;

ი) სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვიანობა და წინადადებების მომზადება ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შესახებ.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინაი პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;

ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;

ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

 3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.

  მუხლი 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურე

  1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

   2. პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე.

   3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ უფლება-მოვალეობების შესრულებას.