დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.113.016090 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2012 წლის 25 აპრილი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში მოქალაქეთა მიღების წესი, №1 დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს მოქალაქეებზე გასაცემი საშვის ტიპური ფორმა, №2 დანართის შესაბამისად.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს პაატა ბურჭულაძეს.
4 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
№1 დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში მოქალაქეთა მიღების წესი
მუხლი 1
ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილების და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (საკრებულოსა და გამგეობაში) მოქალაქეთა (საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა) მიღების, განცხადებების და საჩივრების განხილვის პროცესის სრულყოფისა და მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით:
1. მოქალაქეთა მიღება მოხდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით;
2. მოქალაქეთა მიღების დროს განიხილება ზეპირი, წერილობითი განცხადებები და საჩივრები, მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
3. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან და საჯარო მოსამსახურეებთან მოქალაქეთა მიღების ჩაწერა უზრუნველყონ საკრებულოსა და გამგეობის შესაბამისმა მთავარმა სპეციალისტებმა, დადგენილი წესის მიხედვით, რომლებიც ვალდებული არიან აწარმოონ მოქალაქეთა მიღების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში. ჟურნალში შედის მონაცემები მოქალაქის ვინაობის, მიღების თარიღის, განხილული საკითხისა და მიღების შედეგის თაობაზე. ჟურნალში სააღრიცხვო ჩანაწერს ხელს აწერს მიმღები თანამდებობის პირი;
4. მოქალაქის განცხადებაში (საჩივარში) დასმული საკითხის მნიშვნელობიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, საკრებულოს აპარატის უფროსის და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის შუამდგომლობით, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი აწარმოებს მოქალაქის მიღებას;
5. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (საკრებულოს და გამგეობის 1-ელ და მე-2 სართულზე) მოქალაქეთა გადაადგილება მოხდეს მოქალაქეთა მიღებაზე პასუხისმგებელი მოსამსახურის (მოსამსახურეების) მეშვეობით;
6. მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიღება არ წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში;
7. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
8. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით, საშვის (დანართი N№2) დაშვების შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ორგანიზაციის დასახელება, საშვის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქალაქის ვინაობა, შენობაში შემოსვლისა და გასვლის დრო, მიმღები (პასუხისმგებელი) პირის ვინაობა და ხელმოწერა;
9. მოქალაქეზე (ებზე) საშვის გაცემა განხორციელდეს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტის ან მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.
მუხლი 3
ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების სხდომებისა და საჯარო განხილვების ჩატარების დღეს.
მუხლი 4
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების უფლების მქონე პირთა წრე, აგრეთვე საშვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 5
ამ წესში ცვლილების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
№2 დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
საშვი № ___
__ ________ ___ წ.
თარიღი
შემოვიდა __ სთ. __ წთ.
მოქალაქე _________________________
მიმღები __________________________
პასუხისმგებელი პირი:
წავიდა __ სთ. ______________
მიმღების ხელმოწერა: ____________________
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები