„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.113.016089
  • Word
14
25/04/2012
ვებგვერდი, 07/05/2012
010250040.35.113.016089
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №14

2012 წლის 25 აპრილი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა :

მუხლი 1. შევიდეს ცვლილებები „ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში (სსმ, 7, 06/08/2010 სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.113.000089) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. 117-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში)“.

2. 127-ე მუხლს მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით“.

 3. 127-ე მუხლს მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.

4. 127-ე მუხლს მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არანაკლებ ხუთი მონაწილე.

5. 131-ე მუხლს მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების (მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობა, სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ) დარბაზში“.

6. 135-ე მუხლს მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა”, გ”, დ”, ე”, ვ”, თ”, ი”, კ”, ლ” და მ” პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოიკრას მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შენობასთან განთავსებულ სპეციალურ სტენდზე და გამოქვეყნდეს გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. მამეშვილი