დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016088 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 25 აპრილი
ქ. ოზურგეთი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 0 წლის 6 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ, დაადგინა
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 0 წლის 6 ოქტომბრის №27 დადგენილებაში (სსმ, 42, 22/10/2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016003.)
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება“, დებულება თან ერთვის. “
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება“.
ბ) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“;
გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა (ტექსტში შემდგომ – რწმუნებული) და ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის, ამ დებულებით და რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.
3. ტერიტორიული ორგანოს – რწმუნებული წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას გამგეობის დებულების და ამ დებულებით დადგენილი წესით.
4. ტერიტორიული ორგანოს – რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
6. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც განსაზღვრავს გამგებელი.
7. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, გამგეობის დებულებით და ამ დებულების შესაბამისად.“;
გ) მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს რწმუნებულის მიერ „ ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას.“;
დ) 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის სფეროში.
1. დასახლების საჭიროებათა გამოვლენისას:
ა) საჭიროებათა გამოვლენის მიზნით რწმუნებული უზრუნველყოფს დასახლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მის პერიოდულ განახლებას;
ბ) დასახლების შესახებ ინფორმაციიდან გამომდინარე, რწმუნებული ახდენს დასახლების წინაშე არსებული პრობლემების განსაზღვრას, სისტემატიზაციასა და მათ ურთიერთკავშირის დადგენას;
გ) პრობლემათა სისტემატიზაციის შემდეგ, რწმუნებული, პრობლემათა ანალიზის საფუძველზე, ახდენს საჭიროებათა გამოვლენას და ადგენს იმ სავარაუდო ღონისძიებათა სიას, რომელთა განხორციელებაა საჭირო პრობლემების გადასაწყვეტად.
დ) რწმუნებული ვალდებულია ყოველი წლის არა უგვიანეს 1 მარტამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდგომში – გამგებელი) წარუდგინოს დასახლების წინაშე არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადასაწყვეტად საჭირო სავარაუდო ღონისძიებათა სია.
2. პრიორიტეტების დადგენისას:
ა) პრიორიტეტების განსაზღვრა გულისხმობს გამოვლენილი საჭიროებებიდან მომავალი წლისათვის გასახორციელებელი ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის/საკითხების გამოყოფას;
ბ) პრიორიტეტების დადგენის ძირითადი ფორმაა დასახლების, ხოლო დასახლების უბნებად დაყოფის შემთხვევაში – დასახლების უბნების წარმომადგენელთა საერთო კრება/კრებები;
გ) პრიორიტეტების დასადგენად საერთო კრებასთან/კრებებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის გამოკითხვა;
დ) დასახლების უბნებად დაყოფის შემთხვევაში უბნების კრებებზე აირჩევა უბნის წარმომადგენელი (წარმომადგენლები), უბანში მცხოვრები მოსახლეობის პროპორციულად. დასახლებას, დასახლების ტრადიციული დაყოფის გათვალისწინებით, უბნებად ჰყოფს რწმუნებული. უბნიდან ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობას, უბანში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, განსაზღვრავს რწმუნებული. უბნის წარმომადგენელთა არჩევის შემდეგ ტარდება მხოლოდ ამ წარმომადგენელთა საერთო კრებები, რომლებზედაც განიხილება გამოვლენილი საჭიროებები, კიდევ ერთხელ ხდება მათი კორექტირება და ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფა;
ე) რწმუნებული, დასახლების (წარმომადგენელთა) საერთო კრებაზე დასახელებულ პრიორიტეტებს, კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს გამგებელს და აცნობებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, პრიორიტეტების დოკუმენტში მათი გათვალისწინების მიზნით;
ვ) რწმუნებული პერიოდულად მართავს კონსულტაციებს დასახლების (დასახლების უბნის) წარმომადგენლებთან და დასახლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, გამგებელთან შეთანხმებით, ორგანიზებას უწევს მათ შეხვედრებს გამგეობის შესაბამის სამსახურებთან, ასევე საკრებულოს კომისიებთან.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები