„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.016273
  • Word
58
27/04/2012
ვებგვერდი, 27/04/2012
010320040.22.027.016273
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 58

2012 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №61, მუხ. 909 ) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს ან შესაბამის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისან/და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის მოწმობის ასლები;

გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);

დ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსის გავლის შესახებ;

) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა ტესტირების გავლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. სტაჟიორობის კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;

გ) სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;

დ) დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლები;

) შრომის წიგნაკი ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) ორი ფოტოსურათი;

) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა ტესტირების გავლის შესახებ.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის პროგრამას და გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს განსაზღვრავს მინისტრი.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტაჟიორებისათვის შესაბამისი პირადობის მოწმობების დამზადებას და გაცემას.“.

4. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25

სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასების ფორმის (დანართი №2 ) მიწოდების შემდეგ, სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით,შესაბამისი მონაცემები წარუდგინოს კომისიის თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორს.“.

5. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.“.

6. წესს დაემატოს დანართი №2, თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

დანართი №2

სტაჟიორის შეფასების ფორმა

სტაჟიორის  სახელი და გვარი:

 

 

 

პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის

/პროკურატურის ორგანოს დასახელება:

 

სტაჟირების ხელმძღვანელი:

 

უშუალო ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც იყო სტაჟიორი ანგარიშვალდებული:

 

გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შეფასებაზე:

 

 

ზოგადი კომპეტენციების შეფასება

 

1 – მიუღებელი

2 – საშუალოზე დაბალი

 

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

1

2

3

4

5

პასუხისმგებლობის გრძნობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

ადაპტაციის უნარი – მოქნილობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

ანალიტიკური აზროვნება
შენიშვნა:

 

 

 

 

 

დროის განაწილების და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის დაცვა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

ორგანიზებულობის ხარისხი მოვალეობების შესრულებისას
შენიშვნა:

 

 

 

 

 

ინიციატივა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

დაკვირვების უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

გუნდური მუშაობის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

შესრულებული სამუშაოს ხარისხი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

არგუმენტაციის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

დანართი №2

სტაჟიორის შეფასების ფორმა

პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება

1 – მიუღებელი

2 – საშუალოზე დაბალი

 

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

1

2

3

4

5

გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

სასამართლო პროცესებში  მონაწილეობის უნარი

შენიშვნა:

 

 

 

 

 

საპროცესო დოკუმენტების შედგენის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

სტატისტიკური ინფორმაცია სტაჟიორის საქმიანობის შესახებ

კატეგორია

რაოდენობა

გამოძიებული სისხლის სამართლის საქმეები

 

სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც საპროცესო ხელმძღვანელობა განახორციელა

 

საპროცესო შეთანხმებები

 

არსებითი სასამართლო განხილვები

 

საჩივარი-განცხადებები

 

 

 

სტაჟიორის ზოგადი შეფასება

1 – მიუღებელი

2 – საშუალოზე დაბალი

 

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

 

 

 

        

 

 

        

 

 

დანართი №2

სტაჟიორის შეფასების ფორმა

 

ხელმძღვანელის  კომენტარი 

გთხოვთ დეტალური კომენტარი გააკეთოთ  სტაჟიორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით  (სავალდებულო)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტაჟირების ხელმძღვანელის

 ხელმოწერა:

 

თარიღი: