„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 20/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.112.016082
  • Word
19
20/04/2012
ვებგვერდი, 02/05/2012
200140030.35.112.016082
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2012 წლის 20 აპრილი

 ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად,

 მუხლი 1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №4 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის“ დანართის:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 35 % -ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,19 ლარს;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ლანჩხუთის დადგენილი ფასის 100% -ის ოდენობით, რაც შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე -3 და მე -6 პუნქტებში აღნიშნული წესი;“

3. მე -6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს), გარდა დანართის მე -2 და მე -5 პუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიებისა, მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ლანჩხუთში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% -ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,56 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტებში აღნიშნული წესი .“ .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       რ . ჩიტიძე