დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 იანვრის №68 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 20/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.31.056.016020 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 იანვრის № 68 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 იანვრის №68 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა”, №12, 30.01.01-02.2010) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI თავი:
„XI. შიდა აუდიტის დეპარტამენტი
მუხლი 47. დეპარტამენტის უფროსი
1. უმაღლესი განათლება;
2. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (საოფისე პროგრამები);
3. საჯარო სამსახურში ან სპეციალობით მუშობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი ;
4. ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”;
გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ .
მუხლი 48. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
1. უმაღლესი განათლება;
2. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (საოფისე პროგრამები);
3. საჯარო სამსახურში ან სპეციალობით მუშობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ;
4. ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
ბ) საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”;
გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ”
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ჩაქვი,
2012 წლის 20 აპრილი
№160- უ. ს. რ. ს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები