ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ

  • Word
ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 020080000.35.117.016110
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
26
25/04/2012
ვებგვერდი, 30/04/2012
020080000.35.117.016110
ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/2012 - 08/05/2012)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2012 წლის 25 აპრილი

ქ. ამბროლაური

ქ. ამბროლაურის ტერიტორიაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო სანქციის გამოყენების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოყენებულ იქნს საჯარიმო სანქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე და აღრიცხვაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრებიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სტრუქტურული ერთეულის (შემდგომ - სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებისაგან.

3. საქმის გარემოებათა შეფასების შედეგად, სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინადადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას:

ა) ადმინისტრაციულ სახდელის დადების შესახებ;

ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.

4. გამგებელი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.

5. საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აგრეთვე სამართალდამრღვევისათვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემისას.

6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               კ. ფარჯანაძე