დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6331 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 17/04/2012 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016069 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №6331
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7 ):
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სამსახურის წარმომადგენლობას სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
ბ) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;
გ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;
დ ) შემოწმების აქტის პროექტებთან და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფას ;
ე ) გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადებას ;
ვ ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვას და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას;
ზ ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადებას და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
თ ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას;
ი ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.“ ;
ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სასამართლო დავების სამმართველო;
ბ) საჩივრების სამმართველო:
ბ.ა) მედიაციის განყოფილება;
გ) საგადასახადო შეთანხმებების სამმართველო.“ ;
გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დავების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სასამართლო დავების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
დ ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
2. საჩივრების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
ბ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
გ ) შემოწმების აქტის პროექტებთან და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
დ ) გადასახადის გადამხდელების მოსაზრებების განხილვის შედეგებზე შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადება;
ე ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
ზ ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
3. მედიაციის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათავლისწინებულ ფუნქციებს, ასევე უზრუნველყოფს დეპარტამენტის/სამმართველოს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.
4. საგადასახადო შეთანხმებების სამმართველოს ფუნქციებია:
ა ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ბ ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
გ ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
ე ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“ .
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან .
ჯ. ებანოიძე
დოკუმენტის კომენტარები