„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016820
  • Word
147
24/04/2012
ვებგვერდი, 27/04/2012
280120000.10.003.016820
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 147

2012 წლის 24 აპრილი

. თბილისი

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული  აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის 126 დადგენილებაში (სსმ, 49, 28.04.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ  ოჯახების გადამოწმებას, რომლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების მიმღებნი არიან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                     ნ. გილაური