დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016498 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №332
2012 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი ოქმის დამტკიცების შესახებ
„ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 1 აპრილს ხელმოწერილი „ საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები