დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 129 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/04/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016354 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/04/2012 - 26/12/2012)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №129
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
„15. არამატერიალური ფორმის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება მწარმოებლის მიერ ექსპორტისათვის განკუთვნილი და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი ადგილობრივი წარმოების ის საქონელი, რომლის აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება შერჩეული პირის მიერ ხორციელდება არამატერიალური ფორმის აქციზური მარკით.“.
2. 78-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 78 1 მუხლი:
„მუხლი 78 1 . არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
1. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება ხორციელდება მატერიალური და არამატერიალური ფორმით. სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შერჩეული პირი.
2. მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არაალკოჰოლური სასმელების ნუსხა და თითოეული სასმელის სახეობაზე სავალდებულო მარკირების დაწყების თარიღი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. არააქციზური საქონლის არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება მწარმოებლის მიერ ექსპორტისთვის განკუთვნილი და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი ადგილობრივი წარმოების სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული ის არაალკოჰოლური სასმელი, რომლის სავალდებულო მარკირება შერჩეული პირის მიერ ხორციელდება არამატერიალური ფორმით.
4. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ვალდებულება ეკისრება სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებელს/იმპორტიორს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელდეს:
ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტამდე;
ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტამდე;
გ) საქონლის იმპორტის განხორციელებამდე;
დ) საქონლის ექსპორტის განხორციელებამდე.
6. სავალდებულო მარკირებისაგან თავისუფლდება:
ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო−თბილისი−ჯეიჰანის და ბაქო−თბილისი−ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი.
7. სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე .
8. სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მარკირების შეუძლებლობის შემთხვევაში, მწარმოებლის/იმპორტიორის მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საქონელი შესაძლოა განსაზღვრული ვადით გათავისუფლდეს სავალდებულო მარკირებისგან.“.
3. 79-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აქციზური მარკის/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას, ხოლო არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან სავალდებულო მარკირების ნომინალურ ღირებულებას.“;
გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (მუქი წითელი – ადგილობრივი თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 9.5 ლარის ოდენობით;“;
დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება:
ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;
ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში.“.
4. მე-80 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აქციზური მარკების რეალიზაცია/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების მომსახურების გაწევა“;
ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
„15. შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების მომსახურების გაწევის შემთხვევაში, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადი და შერჩეული პირის ანგარიშზე გადახდილი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების მომსახურების გაწევის ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების ასლები წარედგინება შერჩეულ პირს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 78 1 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება/სავალდებულო მარკირება განხორციელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დოკუმენტის კომენტარები