დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9253 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 17/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016068 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №9253
2011 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა.ა) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გრაფა ,,A” – აღინიშნება საგადასახადო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის შესაბამისად. განაცხადის რეგისტრაციას ნომრისა და თარიღის მინიჭებით ახორციელებს დეკლარანტი ან საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს განაცხადის შევსების თაობაზე.“;
ა.ბ) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება საქონლის გატანა, ექვემდებარება ნიშანდებას:
ა) პორტალის მიერ, როდესაც:
ა.ა) ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა ხორციელდება პორტალში;
ა.ბ) საქონელი და ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტის/რეექსპორტის განხორციელების მიზნით პირდაპირ წარედგინება პორტალს;
ბ) გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, როდესაც ექსპორტის/რეექსპორტის/გარე გადამუშავების სასაქონლო დეკლარაციის მიმართ კონტროლის ღონისძიების გამოყენებისას ხორციელდება საქონლის დათვალიერება. ამასთან, გაფორმების ეკონომიკურის ზონა ახორციელებს მხოლოდ მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას;
გ) დეკლარანტის მიერ, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, როდესაც:
გ.ა) ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, გარდა გეზ-ის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა;
გ.ბ) საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, გარდა გეზ-ის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა;
დ) დეკლარანტის წარმომადგენლის მიერ, საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას.“;
ა.გ) 45-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. გრაფა 44 . “დამატებითი ინფორმაცია” – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად. გრაფაში აღინიშნება საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) კოდი (420 ან 421) კლასიფიკატორის ნაწილი 10-ის შესაბამისად, ხოლო დეკლარაციის უკანა გვერდზე მიეთითება იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) ნომერი. რამდენიმე იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) მითითებისას, იმ შემთხვევაში, თუ მათი ნომრები აღებულია თანმიმდევრობით, მიეთითება პირველი და ბოლო ნომერი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით.“;
ა.დ) 45-ე მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გრაფა ,,B” – გრაფა ივსება გაფორმების ორგანოს ან დანიშნულების პორტალის მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;
ა.ე) 45-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ექსპორტის დასრულება დასტურდება დანიშნულების პორტალის მიერ „A SY CUDA“-ს მეშვეობით ელექტრონულად და დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“;
ა.ვ) 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 43, 44, 46, 48, 49, 54, A და C ივსება საქონლის ექსპორტში დეკლარირებისას დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“;
ა.ზ) 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. გრაფა ,,B” – გრაფა ივსება გაფორმების ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;
ა.თ) 46-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეექსპორტის დასრულება დასტურდება დანიშნულების პორტალის მიერ „ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონულად და დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“;
ა.ი) 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას დეკლარაციის გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A და C ივსება ექსპორტის დეკლარაციის შევსების წესის შესაბამისად.“;
ა.კ) 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. გრაფა ,,B” – გრაფა ივსება გაფორმების ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;
ა.ლ) 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა დასტურდება დანიშნულების პორტალის მიერ „ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონულად და დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“;
ა.მ) 51-ე მუხლის 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. გრაფა ,,B” – გრაფა ივსება გაფორმების ორგანოს მიერ დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით, რაც ნიშნავს დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევას. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;
ა.ნ) 51-ე მუხლის 34-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ო) 51-ე მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. ტრანზიტის დასრულება დასტურდება დანიშნულების პორტალის მიერ „ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონულად და დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან.“;
ა.პ) 511 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ა.ჟ) დანართი №VI–01 ამოღებულ იქნეს;
ა.რ) 61-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.გ.გ“ ქვეპუნქტი:
„ე.გ.გ) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის შემოტანილი საქონლის შემთხვევაში მიეთითება საქონლის ოთხნიშნა სასაქონლო პოზიცია – 9905.“;
ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):
ბ .ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნაწილი 5. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი
| კოდი | დასახელება |
| 000 | დამხმარე კოდი |
| 001 | ექსპორტი (იმპორტის გადასახადელებისგან გათავისუფლება) |
| 002 | რეექსპორტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 003 | ტრანზიტი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 004 | საწყობი (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 005 | საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 006 | საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელ¬შეკრულებით (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათა¬ვი-სუფლება) |
| 007 | საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
| 008 | საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 009 | პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 010 | საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 011 | საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199 მუხლის ,,დ¨ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 012 | ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
| 013 | საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 014 | „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 015 | უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება) |
| 016 | ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 017 | საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს და ოქროს ზოდების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 018 | საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 019 | განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ მემკვიდრეობით მიღებული საქონლის იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 022 | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას; (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 023 | საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 024 | ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 025 | ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი (დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 026 | ფიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება)თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაციის საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (იმპორტის გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება) |
| 027 | საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (აქციზისაგან გათავისუფლება) |
| 028 | „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება) |
| 030 | გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
| 031 | უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება, აქციზისგან გათავისუფლება) |
| 034 | დღგ-ს გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს |
| 051 | მხოლოდ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 052 | მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 053 | მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 054 | იმპორტის გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 055 | იმპორტის გადასახადისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 056 | აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 057 | იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ისგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია) |
| 102 | იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
| 202 | სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა |
| 208 | ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია |
| 209 | დღგ-სა და აცქიზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად |
| 313 | აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი |
| 332 | საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა |
| 333 | საქონლის დაბრუნება |
| 540 | აქციზის გარანტია შიდა გადამუშავების დროს |
| 550 | ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი |
| 604 | იმპორტის გადასახადისაგან და დღგ-ისგან გათავისუფლება |
| 605 | ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი |
| 609 | წონის მიხედვით |
| 612 | სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები |
| 613 | ჩამოსასხმელი ღვინოები |
| 614 | სიგარეტი 30 ღერიანი კოლოფებით |
| 615 | თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული |
| 651 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი |
| 703 | ბორტზე მიწოდება შიდა რეისებისათვის |
| 705 | ნამუშევარი ნავთობპროდუქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკსაცავების) ნარეცხი |
| 625
| 2010 წლის 1 აგვისტომდე გაცემული აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტი 2012 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლეულის იმპორტი |
ბ .ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ნაწილი 6. ვალდებულების შესრულების გარანტიის სახეების კლასიფიკატორი
| კოდი | გარანტიის სახეები |
| 00 | გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლებულია |
| 01 | საბანკო გარანტია |
| 02 | ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
| 03 | უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკა |
| 04 | თავდებობა |
2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 18 ოქტომბრიდან.
სამსახურის უფროსი ჯ . ებანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები