დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.131.016087 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №18
2012 წლის 23 აპრილი
ქ. ქობულეთი
,, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
,, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №07 დადგენილებაში (სსმ , 06.02,2012 წ.) შეტანილ იქნ ეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
2. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კულტურის, განათლების , სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება ;
ბ) ტურიზმის განყოფილება.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით ,,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. კულტურის, განათლების,სპორტის, ტურიზმისა დაძეგლთადაცვისსამსახურში დგინდება შემდეგი თანამდებობები :
მთავარი და წამყვანისპეციალისტი.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება გამგეობის დებულებით, ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
2. მე- 5 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, თავი V. კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება
მუხლი 6.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება (ტექსტში შემდგომ _ განყოფილება) არის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.
მუხლი 7.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
1) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასპორტო, სახელოვნებო დაწესებულებების კოორდინაცია. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება და სისტემატიზაცია.
2) მუნიციპალური სპორტული და სახელოვნებო დაწესებულებების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია.
3) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციის საკითხებზე და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა.
4) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება და ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირების, ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა.
5) დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა.
6) კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა.
7) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა -პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა.
8) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, დაქვემდებარებულ სფეროებში დასაქმებულთა და მომსახურე სხვა პერსონალის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით სამსახურის უფროსისადმი წარდგენა.
9) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
10) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა.
11) კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარების მიზნით წინადადებათა შემუშავება.
12) ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, საგანმანათლებლო, სპორტის და ძეგლთა დაცვის სფეროების ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება.
13) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის ზრუნვა.
მუხლი 8.
1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. განყოფილების უფროსი :
ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის წინაშე.
გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.
მუხლი 9.
ამ დებულების შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საშტატო ნუსხით კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ნ . ბერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები