დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 127 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/04/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016355 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №127
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„ საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარ ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარ ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის:
1. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. სერტიფიკატში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება;
ბ) რეალიზაციის ფორმა (აუქციონი ან პირდაპირი მიყიდვა);
გ) რეალიზაციის დრო;
დ) შეძენილი მალფუჭებადი საქონლის დასახელება;
ე) მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ვ) გადახდილი თანხის ოდენობა (დღგ-ის ჩათვლით);
ზ) დღგ-ის თანხა.“.
2. დანართი №27 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №27
შემოსავლების სამსახური
მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი
სერტიფიკატი №
|
საგადასახადო ორგანოს დასახელება
|
რეალიზაციის ფორმა
|
რეალიზაციის დრო
|
|
|
|
შეძენილი მალფუჭებადი საქონლის დასახელება
|
მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი
|
გადახდილი თანხა (დღგ-ის ჩათვლით)
|
დღგ-ის თანხა
|
სერტიფიკატის გაცემის თარიღი
|
|
(ხელმოწერა) |
საგადასახადო ორგანოს უფროსი
ბ.ა.“.
მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დოკუმენტის კომენტარები