შეტყობინება ს/ს „თელასი“-ს აქციონერებს კომპანიის ახლადემიტირებული აქციების საჯარო შეთავაზების თაობაზე

  • Word
შეტყობინება ს/ს „თელასი“-ს აქციონერებს კომპანიის ახლადემიტირებული აქციების საჯარო შეთავაზების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „თელასი“
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
24/04/2012
ვებგვერდი, 25/04/2012
შეტყობინება ს/ს „თელასი“-ს აქციონერებს კომპანიის ახლადემიტირებული აქციების საჯარო შეთავაზების თაობაზე
სს „თელასი“

შეტყობინება

სს „თელასის“ აქციონერებს კომპანიის ახლადემიტირებული აქციების საჯარო შეთავაზების თაობაზე

გაცნობებთ, რომ 2012 წლის 23 მარტს ჩატარდა სს „თელასის” აქციონერთა საერთო კრება და გამოშვებულ იქნა 31 281 532 ცალი ჩვეულებრივი აქცია საჯარო შეთავაზების გზით არსებულ აქციონერებზე განთავსების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დამტკიცება. ემისიის პროსპეტი გამოქვეყნდა ს/ს „თელასის“ ვებ-გვერდზე (www.telasi.ge) და მისი გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ს/ს „თელასის“ ყველა აქციონერი უფლებამოსილია შეიძინოს ახლადემიტირებული აქციების ნაწილი ემისიის პროსპექტის დამტკიცების მომენტისათვის მათ საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობის პროპორციულად. კომპანიის აქციონერებზე ახლადემიტირებული აქციები განთავსდება აქციათა ნომინალური ღირებულებით. ს/ს „თელასის“ კაპიტალი დაყოფილია 1 ლარის ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად.

სს „თელასის” აქციონერები უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ უპირატესი შესყიდვის უფლებით 2012 წლის 22 მაისამდე. ამისათვის, მათ დადგენილ ვადაში წერილობით უნდა მიმართონ კომპანიის დირექტორს. აღნიშნული წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განმცხადებელი აქციონერის საკუთრებაში ამჟამად არსებული აქციების ოდენობის თაობაზე და მზადყოფნას, შესაბამისი ნასყიდობის ფასის დაფარვის შემდეგ გახდეს ახლადემიტირებული აქციების შესაბამისი ნაწილის მესაკუთრე. აქვე გაცნობებთ, რომ აქციათა ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მოხდეს შესაბამისი თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით: სს „თელასი”, ვითიბი ბანკი ჯორჯია, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: UGEBGE22, ა/ა GE83VT6600000000508302 (ლარი).

შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადაში შესაბამისი განაცხადის წარუდგენლობის და საზოგადოების კაპიტალში დამატებითი შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ასეთმა აქციონერმა უარი განაცხადა ახლადემიტირებული აქციების უპირატესი შესყიდვის უფლებაზე.