„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016496
  • Word
321
24/04/2012
ვებგვერდი, 24/04/2012
010340000.08.002.016496
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №321

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 926) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის (დანართი №1):

ა.ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

საქართველოში ლეგალიზაციის განხორციელებით დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტსა და სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდი ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში მათი ავთენტურობა.“;

ა.ბ) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს ორიგინალზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდი ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში - მათი ავთენტურობის დადასტურებას.

4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლის ლეგალიზაცია გულისხმობს დოკუმენტის დამოწმების ფურცელზე ან დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდი ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში ავთენტურობის დადასტურებას.“;

ა.გ) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;“;

ა.დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება ორ ეტაპად: უფლებამოსილი ორგანო ახდენს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდი ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში მათი ავთენტურობის დამოწმებას , რის შემდეგაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენს პირველ ეტაპზე განხორციელებული ლეგალიზაციის შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ავთენტურობის დამოწმებას.“;

ა.ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეყრდნობა აღნიშნულ პროგრამაში ლეგალიზაციის პირველ ეტაპთან დაკავშირებით ასახულ მონაცემებს და უფლებამოსილია გადამოწმების გარეშე განახორციელოს პროგრამაში ასახული მონაცემების ნამდვილობის/ავთენტურობის დამოწმება.“;

ა.ვ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ლეგალიზაცია ხორციელდება დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრით ან შტამპის დასმით. შტამპი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფორმის და მისი დოკუმენტზე დატანა ხორციელდებოდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.“;

ა.ზ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9.

1. დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი:

ა) დოკუმენტი, რომლის ლეგალიზაციაც უნდა მოხდეს;

ბ) დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელების ათვის უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და ლეგალიზაციის პირველ ეტაპზე უფლებამოსილ ორგანოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.“;

ა.თ) მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ დოკუმენტი ექვემდებარება ლეგალიზებას, უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხოლო დოკუმენტის ბეჭდი ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში - მათ ავთენტურობას.

3. ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ორგანოები დოკუმენტის ლეგალიზაციას ახდენენ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღეში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლეგალიზაციის მეორე ეტაპს ახორციელებს განცხადების წარდგენის დღესვე, ხოლო ლეგალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის გზით განხორციელების შემთხვევაში პირველი ეტაპის ლეგალიზაციის განხორციელების ვადაში.“;

ა.ი) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან ვერ იქნა მოპოვებული ლეგალიზაციისათვის წარდგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის ან/და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია, უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია დაადგინოს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა და განახორციელოს დოკუმენტის ლეგალიზაცია, რის შესახებაც გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება.“;

ა.კ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს 111 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 111 .

1. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განორციელების შემთხვევაში განცხადება უნდა წარედგინოს ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი განცხადებას ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელებაზე განიხილავს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის დანართზე სალეგალიზაციო შტამპის, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული ბეჭდის დასმაზე თანხმობას გამოხატავს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

4. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის სალეგალიზაციო შტამპის, თანამდებობის პირის ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული ბეჭდის დოკუმენტის ჩანართზე დატანას და ჩანართის დოკუმენტზე დართვას ტექნიკურად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით ახორციელებს ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო.

5. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის განსახორციელებლად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, მის გამართულ ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები.“;

ა.ლ) მე-13 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება ან ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა;“;

ა.მ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ელექტრონული ფორმით არსებულ სარეგისტრაციო ჟურნალს უნდა ჰქონდეს სათანადო პროგრამული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ წარმოებას, მონაცემთა ავთენტურობას, უსაფრთხოებასა და დაცვას არასანქცირებული წვდომისაგან.“;

ა.ნ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ლეგალიზაციის მეორე ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს 10X10 სმ ზომის ელექტრონული (დანართი №3-ის „ა“ ქვეპუნქტი) ან 10X8 სმ ზომის მატერიალური (დანართი №3-ის „ბ“ ქვეპუნქტი) შტამპის დასმას დოკუმენტზე.“;

ა.ო) მე-16 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. ლეგალიზაციის მეორე ეტაპის ელექტრონულ შტამპს შესაძლოა დაერთოს ინფორმაცია ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობისა და თანამდებობის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.“;

ა.პ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის ნიმუში (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი № 3

ლეგალიზაციის II ეტაპის შტამპის ნიმუში

ა) ელექტრონული შტამპის ნიმუში:

 

–––––––––                                                                                    ––––– –––––––

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ადასტურებს ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას, ხელმოწერის ნამდვილობასა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდის/შტამპის ავთენტურობას.

The Consular Department of The Ministry of Foreign Affairs of Georgia certifies the authenticity of the signature, the capacity in which the person signing the document has acted and the identity of the seal or stamp which it bears.

 ხელმოწერა

Sig№ature ––––––––

 –––––––––––––––––––––––––––

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

ბ) მატერიალური შტამპის ნიმუში:

 

№ –––––––––                                                                                  ––––– –––––––

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ადასტურებს ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას , ხელმოწერის ნამდვილობასა და უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდის /შტამპის ავთენტურობას .

The Consular Department of The Ministry of Foreign Affairs of Georgia certifies the authenticity of the signature, the capacity in which the person signing the document has acted and the identity of the seal or stamp which it bears.

 

ხელმოწერა

Sig nature ––––––––

                                                                                                                          “.

2 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან .

. სააკაშვილი