დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 125 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/04/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016353 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №125
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებ პორტალი, 060111, 03.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის სასაქონლო ოპერაცია დაამთავროს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან საქონლის დასაწყობების ადგილამდე ამ მუხლით განსაზღვრული წესით შევსებული ნსაფ-ის წარმოდგენის შემდგომ, რასაც ადასტურებს თითოეული ნსაფ-ის მე-14 სტრიქონის გასწვრივ საგადასახადო ორგანოს შტამპის დასმით. ასევე ნსაფ-ის ცხრილის პირველი და მე-2 სტრიქონის მე-2 და მე-3 სვეტებში მიუთითებს საქონლის რაოდენობას ამ მუხლით განსაზღვრულ ზომის ერთეულში, ხოლო მე-10 სტრიქონში – სასაქონლო დეკლარაციის ნომერსა და გაცემის თარიღს. ასეთი წესით დადასტურებული ნსაფ-ის მეორე ეგზემპლარი რჩება სასაქონლო ოპერაციის განხორციელების საგადასახადო ორგანოში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 18 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დოკუმენტის კომენტარები