დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016098 |
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №96
2012 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110701013, 01.07.2011) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს:
ა) ყაზბეგის ეროვნულ პარკს;
ბ) სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლს;
გ) აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლს;
დ) თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლს.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები