დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის “ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 19 ნოემბრის №37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1038 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300190000.22.024.016175 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1038
2012 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
„უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 19 ნოემბრის №37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 19 ნოემბრის №37 ბრძანებასა (სსმ III, 26.11.2003, №135, მუხ. 1108) და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”
2. წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. წესების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მაგისტრალური გაზსადენი - გაზსადენი გაზის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე, მახასიათებლები/პარამეტრები განისაზღვრება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით".
4. წესების მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ცოდნის პერიოდული შემოწმება ტარდება 3 წელიწადში ერთხელ".
ბ) მე-3 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აქვთ სამუშაოს პროფილის მიხედვით უმაღლესი ან შესაბამისი ტექნიკური განათლება ან გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება.
ბ) გავლილი აქვთ ცოდნის შემოწმება".
გ) მე-3 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი და მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. რიგგარეშე ცოდნის შემოწმება აუცილებელია უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა შეცვლის ან დარღვევის შემთხვევაში".
5. წესების მე-4 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-5 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გავლილი აქვთ სწავლება შესაბამისი გაზსაშიში სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიაში, შესრულების უსაფრთხო მეთოდებსა და ხერხებში, შესწავლილი აქვთ დარგის წესები".
გ) მე-5 პუნქტის "ბ", "გ" და "ვ" ქვეპუნქტები, მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. წესების მე-5, მე-7 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს.
7. წესების მე-10 მუხლის:
ა) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. 1,2 მეგპა (12 კგძ/სმ 2 )-ზე მეტი წნევის გაზსადენების ღრუს გაწმენდა, აგრეთვე მათი გამოცდა სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე ხორციელდება მენარდე საწარმოს მიერ დამკვეთის წარმომადგენლის მონაწილეობით.
11. 1,2 მეგპა (12 კგძ/სმ 2 )-ზე მეტი წნევის გაზსადენების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე დამკვეთი სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოსთან ერთად ამუშავებს გამოცდების ჩატარების სპეციალურ ინსტრუქციას, რომელსაც ათანხმებს დამპროექტებელ საწარმოსთან. ინსტრუქციას ამტკიცებს გაზსადენების გამოცდების მუშა კომისიის თავმჯდომარე".
გ) 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე პუნქტები, 32-ე პუნქტის "ი" ქვეპუნქტი, 38-ე პუნქტი, 39-ე პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტები და 41-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობის კომპლექსური მოსინჯვა ხორციელდება საწარმოს საექსპლუატაციო პერსონალის მიერ. მენარდე, საპროექტო და დამამზადებელი ქარხნების სპეციალისტები მონაწილეობენ საჭიროების შემთხვევაში".
ე) 39-ე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის ეფექტურობა".
ვ) მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„40. შემოწმების ჩატარება მთავრდება მიღების აქტის გაფორმებით".
8. წესების მე-11 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. გაზსადენები და მოწყობილობა მათში გაზის გაშვების წინ ექვემდებარება საკონტროლო დაწნეხას ჰაერით 0,1 მეგპა (1კგძ/სმ 2 ) წნევაზე 30 წთ-ის განმავლობაში. საკონტროლო მანომეტრზე წნევა მუდმივი უნდა იყო. დაწნეხისას შენადუღი ნაკერების, მილტუჩა და კუთხვილიანი შეერთებების ჰერმეტულობა მოწმდება საპნის ემულსიით".
9. წესების მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის "ბ", "გ", "დ", "ე", "ვ", "თ", "კ", "ლ", "ო" ქვეპუნქტები და მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები ვალდებულია: ".
გ) პირველი პუნქტის:
გ.ა.) "ი" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) პერიოდულად რისკის ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოს გაზსადენების, ნაგებობებისა და მოწყობილობის ტექნიკური გამოკვლევა".
გ.ბ.) "მ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) განახორციელოს ავარიების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებები და ხელი შეუწყოს სახელმწიფო ორგანოებს მათი მიზეზების გამოკვლევაში".
დ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირველ პუნქტში მითითებული ღონისძიებების შესრულების უზრუნველყოფა ევალება საწარმოს ტექნიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს.
3. ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება ხორცილედება "წესების" შესაბამისად და დამამზადებელი ქარხნების მოწყობილობის ტექნიკური ექსპლუატაციის საწარმოო ინსტრუქციების თანახმად".
ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საწარმოო ინსტრუქცია და ტექნოლოგიური სქემა უნდა გადაიხედოს „წესების“ შეცვლის, საწარმოს რეკონსტრუქციის, ხელახალი ტექნიკური აღჭურვისა და ტექნოლოგიური პროცესის შეცვლის შემთხვევაში".
10. წესების მე-13 მუხლის მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-11 პუნქტები და მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
11. წესების მე-15 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„5. სამუშაოს ჩატარებისას აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში სამუშაოდ ჩამსვლელ მუშას უნდა ეცვას მაშველი ჟილეტი სასიგნალო მაშველი თოკით. ქამარით, კარაბინი და სასიგნალო მაშველი თოკი უნდა გამოიცადოს „წესების“ მოთხოვნების შესაბამისად".
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„9. მუშებს აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში ჩასვლისას და ამოსვლისას არ უნდა ეკავოთ ხელში ნაპერწკლის წარმომშობი რაიმე საგანი. მუშაობისათვის საჭირო ინსტრუმენტები და მასალები უნდა მიეწოდოს აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში იმ ხერხით, რომელიც გამორიცხავს მათ დავარდნას (ჩავარდნას) და მომუშავეთა ტრავმირებას".
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში სამუშაოს დამთავრების შემდეგ სამუშაოს წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ლუკის დაკეტვის წინ პირადად უნდა დარწმუნდეს, რომ მათში არ დარჩა ხალხი, გარეშე საგნები, იარაღები და მასალები. სამუშაოთა წარმოების დროს ღია ლუკები უნდა შემოიღობოს, ხოლო ღამით განათდეს".
12. წესების მე-16 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პასუხისმგებლობა მუშების უზრუნველყოფაზე დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, მათ გამართულობასა და გამოყენებაზე ეკისრება - დავალების გამცემ პირს ან შესაბამის წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს (სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელი). აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არსებობა და გამართულობა მოწმდება გაზსაშიში სამუშაოს დაწყებამდე. სამუშაოს მომზადებისას დავალების გამცემი ან პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაითვალისწინოს სახიფათო ზონიდან მუშების სწრაფი გამოყვანის შესაძლებლობა.";
ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში, ქვაბულში ერთდროულად უნდა იმყოფებოდეს ორი მუშა მაშველი ქამრებით და აირწინაღებით. ამ დროს მიწის ზედაპირზე ქარპირა მხრიდან ორ კაცს უნდა ეკავოს აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში, ქვაბულში მყოფი მუშების მაშველი ქამრების თოკების ბოლოები (განსაკუთრებული გადაუდებელი საჭიროებისას უფრო მეტი მომუშავე, ამ შემთხვევაში უნდა გაძლიერდეს ასევე ზედამხედველობა მათ უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოების ზომები). ისინი მუდმივ მეთვალყურეობას უწევენ მუშებს და შლანგიანი აირწინაღების ჰაერის ასაღებ მილყელებს, აგრეთვე, არ უშვებენ სამუშაო ადგილზე გარეშე პირებს".
გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. თოკებიანი მაშველი ქამრებისა და კარაბინების გაცემის წინ ხდება მათი გარე დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი გამოცდა".
13. წესების მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ" და „ზ" ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტი და „ა", „ბ"ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოწყობილობის დათვალიერებისა და საწარმოო სათავსების მდგომარეობის შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობა, ამასთან უნდა განხორციელდეს:
ა) მოწყობილობის, საზომ - საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიკისა და მცველი მოწყობილობის დათვალიერება, აგრეთვე სახანძრო ტექნიკის, ხანძარსაქრობი საშუალებების წესივრულობა და სავენტილაციო სისტემების მუშაობის უნარის შემოწმება წარმოებს მომსახურე პერსონალის მიერ ცვლაში ერთხელ.
ბ) სამუშაო ზონის ჰაერი, ხმაურის დონე, ვიბრაციის შესაბამისობა ჰიგიენურ ნორმასთან";
გ) პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პერიოდულ შემოწმებას საჭიროებს საავარიო და სათადარიგო ვენტილატორების ავტომატური ჩართვის (გამორთვის), მოწყობილობის ავარიულად გამორთვის, აგრეთვე, გაზის კონცენტრაციის მომატებისა და სათავსებში ხანძრის მაუწყებელი შუქური და ბგერითი სიგნალიზაციის სისტემები";
დ) პირველი პუნქტის „თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სადგურის ყოველი გაშვების (მუშაობის დაწყების) წინ უნდა მოხდეს ყველა სათავსის შემოწმება დაგაზიანებაზე გადასატანი გაზანალიზატორებით".
14. წესების მე-18 მუხლის:
ა) პირველი და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. ტერიტორიაზე, გარდა ტექნიკური რეგლამენტითა და ინსტრუქციებით განსაზღვრული ადგილებისა, აკრძალულია ღია ცეცხლის გამოყენება და თამბაქოს მოწევა";
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობის ელვისაგან დაცვა უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს".
15. წესების მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. საწარმოო სათავსების იატაკების მოწმენდა წარმოებს საჭიროებისამებრ, ნოტიო ან სხვა მეთოდით, რომლითაც გამორიცხული იქნება ამტვერება".
16. წესების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მილტუჩა შეერთების აწყობისას ჭანჭიკიანი შეერთებების ყველა ქანჩი მოჭერილი უნდა იქნეს თანდათანობით „ჯვარედინად".
17. წესების 21-ე მუხლის:
ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტექნოლოგიური გაზსადენებისა და მათი დეტალების გარე დათვალიერება ტარდება დღე-ღამეში ერთხელ. გარდა ამისა, თვეში ერთხელ ტარდება მილტუჩა და კუთხვილიანი, აგრეთვე, ჩობლიანი შეერთებების ჰერმეტულობის შემოწმება საპნის ემულსიით.
3. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტერიტორიაზე განლაგებული მიწისქვეშა ნაგებობების ჭები დაგაზიანებაზე მოწმდება გადასატანი გაზანალიზატორებით ორ დღეში ერთხელ ჭებში და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში დაგაზიანების შემოწმებისას მათში ჩასვლა აკრძალულია. ჭებსა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში გაზის აღმოჩენისას მიღებული უნდა იქნეს ავარიის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის გეგმით გათვალისწინებული ზომები.
4. კვირაში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს გაზსადენების იმ საყრდენებისა და სამაგრების დათვალიერება, რომლებიც განიცდიან ვიბრაციის ზემოქმედებას, აგრეთვე გაზსადენების ესტაკადების საძირკვლებისა და საყრდენების";
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
18. წესების 22-ე მუხლის მე-9 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
19. წესების 23-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჩამკეტი მოწყობილობის, გაზის წნევის რეგულირების, უკუსარქვლებისა და მცველი სარქვლების რევიზია ტარდება დამამზადებელი ქარხნების პასპორტებში გათვალისწინებულ ვადებში, წელიწადში ერთხელ, ხოლო მცველი სარქვლების მომართვის შემოწმება - ექვს თვეში ერთხელ";
ბ) მე-3 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) დაწნეხის წინ მცველი მოწყობილობის დარეგულირება სპეციალურ სტენდზე პროექტით გათვალისწინებულ სიდიდეებზე, რის შემდეგაც მცველი მოწყობილობა იპლომბება";
გ) მე-4 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
20. წესების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 25-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
21. წესების 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წნევაზე მომუშავე ჭურჭლები ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას შემდეგ ვადებში:";
ბ) მე-3 პუნქტის „ე"ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თუ ასეთ შემოწმებას საჭიროდ თვლის წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ზედამხედველობაზე ან წესივრულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირი";
გ) მე-5 პუნქტი და „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საწარმოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა/პირებმა უნდა ჩაატაროს:
ა) ყველა ჭურჭლის შიგა დათვალიერება ორ წელიწადში ერთხელ;";
დ) მე-5 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ჰიდრავლიკური გამოცდები ჭურჭლების წინასწარი შიგა დათვალიერებით რვა წელიწადში ერთხელ";
ე) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ჭურჭლის ტექნიკურ შემოწმებას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ატარებს ჭურჭლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი.
7. ჭურჭლის შიგა დათვალიერებისას გამოვლენილი დეფექტები უნდა აღმოიფხვრას";
ვ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
22. წესების 27-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სარემონტოდ, გასაწმენდად და სხვა მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად გაჩერებული აკუმულატორიდან ავტოტრანსპორტის შეკუმშული ბუნებრივი გაზით გაწყობა ხორციელდება საწარმოს მიერ დამუშავებული და დადგენილი წესით".
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. რემონტის შემდეგ ჭურჭლის ექსპლუატაციაში შეყვანა წარმოებს სადგურის ჭურჭლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის ნებართვით, ჩატარებული რემონტის სახის შესაბამისად".
23. წესების 31-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტექნიკური მომსახურება ყოველ შემოწმებაში ითვალისწინებს კონტროლს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ჩვენებებზე და შუქური სიგნალიზაციისა და შემსრულებელი მექანიზმების მუშაობაზე.
3. მომსახურებისას სრულდება შემდეგი სამუშაოები:" – შემდეგ როგორც ტექსტშია.
24. წესების 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
25. წესების 33-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი და მე-5 პუნქტის "ე" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გაზის საშრობი დანადგარის მომსახურება ითვალისწინებს:" – შემდეგ როგორც ტექსტშია.
გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გაზის საშრობი დანადგარის ყოველი ცვლის მომსახურებას აწარმოებს საკომპრესორო დანადგარის მემანქანე.
11. გაზის საშრობი დანადგარის ყოველთვიური და ნახევარწლიური ტექნიკური დათვალიერებები, აგრეთვე რემონტები წარმოებს გაზსავსები საკომპრესორო სადგურის პერსონალის მიერ".
26. წესების 36-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
27. წესების 37-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაზსავსები სვეტების ტექნიკური მომსახურება წარმოებს მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად და ტარდება იგივე ვადებში, როგორიცაა დადგენილი სადგურის ტექნოლოგიური გაზსადენებისთვის";
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსპლუატაციის პერიოდში გაზსავსები სვეტის სახელურები (შლანგები) ექვს თვეში ერთხელ ექვემდებარება ჰიდრავლიკურ გამოცდას წნევით, რომელიც 25%-ით აღემატება გაზსავსები სვეტის პასპორტში მითითებულ მუშა წნევას".
28. წესების 39-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სადგურის ტერიტორიაზე მძღოლი უნდა დაემორჩილოს საგზაო მოძრაობის ნიშნებს. იგი ვალდებულია იმოქმედოს ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 16 ნოემბრის №1-1/2571 ბრძანების შესაბამისად";
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
29. წესების მე-40 მუხლის მე-14 პუნქტი და 42-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
30. წესების 43-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სავენტილაციო დანადგარების ტექნიკური მომსახურება ტარდება გრაფიკით დამამზადებელი ქარხნის პასპორტებით გათვალისწინებულ ვადებში, მიმდინარე რემონტი – წელიწადში ერთხელ, კაპიტალური რემონტი – ხუთ წელიწადში ერთხელ".
31. წესების 45-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაზსავსები საკომპრესორო სადგური უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით დადგენილი ნორმების შესაბამისად";
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახანძრო ლულები უნდა შემოწმდეს თვეში ერთხელ, ამასთან, საჭიროა დათვალიერდეს ლულის სასხურებლები, შემაერთებელი თავები; შემოწმდეს შუასადებების არსებობა და მათი მდგომარება, სამხრე ღვედების სიმტკიცე; ლულები გაიწმინდოს მტვრისა და ჭუჭყისაგან".
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახანძრო სახელოების შემაერთებელი არმატურა უნდა გაისინჯოს სახანძრო სახელოების ექსპლუატაციისა და რემონტის ინსტრუქციის მოთხოვნათა მოცულობით".
დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ფხვნილიანი ცეცხლსაქრობები უნდა დაიტენოს წელიწადში ერთხელ. თუ ცეცხლსაქრობის კორპუსში ადგილი აქვს წნევის ვარდნას, მასში უნდა ჩაიჭირხნოს შეკუმშული ჰაერი დამამზადებელი ქარხნის პასპორტში მითითებული წნევით.
9. ავტომატური ხანძარქრობის სისტემის ცეცხლსაქრობები და ბალონები ხუთ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას".
32. დანართი 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17 ამოღებულ იქნეს.
33. დანართი 10-დან ამოღებულ იქნეს 1.1.1., 1.1.10., 1.1.12., 2.1.4., 2.1.5., 2.3.4., 2.4.9., 2.4.11., 2.4.14., 2.4.23. და 2.4.34. პუნქტები და მე-4 პუნქტის „ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ხელმძღვანელთა და შემსრულებელთა მოვალეობები და პასუხისმგებლობა" მე-3, მე-4, მე-7, მე-15 და მე-16 აბზაცები.
34. დანართი 10-ის:
ა) 2.4.8. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.4.8. ის მონაკვეთი, სადაც ტარდება სამუშაოები, უნდა გაიმიჯნოს გაზსადენის დანარჩენი ნაწილისაგან.
რეზინის ბურთების ჩაყენებამდე უნდა შემოწმდეს მათი ვარგისიანობა და ჰერმეტულობა".
ბ) 2.4.12. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.4.12. საგარანტიო პირაპირები სრულდება ოპერაციების მიხედვით კონტროლზე პასუხისმგებელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, რომელსაც ანალოგიურ სამუშაოებზე აქვს არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება".
გ) 2.4.20. პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.4.20. საკერებლის ზომები არ უნდა იყოს 250X250მმ-ზე მეტი და 100X150მმ-ზე ნაკლები. განსხვავება საკერებლის სიგრძესა და სიგანეს შორის უნდა იყოს არანაკლებ 50მმ. ღ1, ღ2, ღ3 რადიუსები განისაზღვრება საკერებლის სიგრძისა და სიგანის მიხედვით. საკერებლის ნაწიბურები (პირი) უნდა დამუშავდეს მექანიკურად და ფორმითა და ზომებით უნდა შეესაბამებოდეს ნახ. 1-ის მოთხოვნებს".
დ) 2.3.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.3.5. მუშაობის პროცესში, ყოველი 2-3 წუთის შემდეგ უნდა მოიკითხონ (მათ შორის კოდის საშუალებით) ჭურჭელში (ჭაში) მყოფი მუშაკის ფიზიკური მდგომარება. თუ არ იქნება პასუხი მეორე მცდელობის დროსაც, იგი დაუყოვნებლივ უნდა ამოიყვანონ";
ე) მე-4 პუნქტის "ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ხელმძღვანელთა და შემსრულებელთა მოვალეობები და პასუხისმგებლობა"
ე.ა.) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„– ორგანიზაცია გაუწიოს ღონისძიებების შესრულებას";
ე.ბ.) მე-17 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„– გაიაროს ინსტრუქტაჟი ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებაზე".
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები