„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010080150.22.025.016067
  • Word
137
20/04/2012
ვებგვერდი, 24/04/2012
010080150.22.025.016067
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 137

201 2 ლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1 . ,,საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის (სსმ. ვებ პორტალი, 110427026, 03/05/2011 , სარეგისტრაციო კოდი 010080150.22.025.016012) №18 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის (შემდგომში – აღრიცხვა-ანგარიშგების წესი):

1. მე-3, მე-4, მე-6 მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

,, 3. სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სისტემაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე ინახება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამე ტში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ ამისათვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე ინახება სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამის დეპარტამენტსააგენტოს უფროსის მიერ ამისათვის უფლებამოსილ პირთან.”.

,,6 . სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ, ოქმების ბლანკები გადაეცემა სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფს , რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამის დეპარტამენტში ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ოქმების ბლანკები გადაეცემა სააგენტოს სისტემაში არსებულ იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს, რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გადაცემა უნდა დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში (დანართი №1).

8. სამინისტროს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი , რომელ აც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულია გამოყო ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი. სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მიერ განისაზღვრება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები.

9. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, თავის მხრივ, ვალდებულია სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“, რომლის ფორმა მოყვანილია დანართ 2-ში. სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დეპარტამენტიდან სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიულ ორგანოებისათვის სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღ რიცხება სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში (დანართი №1), ხოლო სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში” (დანართი №2).

10. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან 3 თვეში ერთხელ აცნობონ სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან იმავე ვადაში აცნობონ სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამის დეპარტამენტ ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ.

  11. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, ხოლო დაზიანებული ოქმის ფორმები ჩამოწერის მიზნით ოქმის შემვსები პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ წერილობითი ფორმით გაუქმების მიზეზების მითითებით გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში სააგენტოს საქმისწარმოების უფლებამოსილების მქონე შესაბამის დეპარტამენტს.”.

2. აღრიცხვა-ანგარიშგების წესის მე-3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №3

აქტი №

----- -------------- 20 წელი

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის შესახებ

ოქმის ექსკლუზიური ნომერი

ოქმის ჩამოწერის მიზეზი

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს:

სამინისტროს ადმინისტრაციული (ან სააგენტოს

სახელმწიფო შესყიდვების უფლებამოსილების

მქონე) დეპარტამენტის უფროსი:                                                                          /---------------/

 

სამინისტროს ადმინისტრაციული (ან სააგენტოს

საქმისწარმოების უფლებამოსილების

მქონე) დეპარტამენტიდან ოქმების

განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი:                                                                 /---------------/

 

  მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე მისთვის სამინისტროდან გადაცემული შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის, ასევე ჩამოწერის მიზნით გამოსაყენებლად უვარგისი ოქმ(ებ)იდადგენილი წესით მიწოდება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამეტისათვის.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ხეთაგური