„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.027.016272
  • Word
57
23/04/2012
ვებგვერდი, 23/04/2012
010320000.22.027.016272
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 57

2012 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებით (სსმ III, 31/05/2010 წ.) დამტკიცებული შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ინდივიდუალურ ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრი , მინისტრის მოადგილე და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. ინდივიდუალური ბრძანება გამოიცემა წერილობითი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს) . იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია სამინისტროს დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა და სტაჟიორთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე, ხოლო სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინებასა და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსზე. “.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი