განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8147-2009
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 02/04/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8147-2009
02/04/2012
ვებგვერდი, 23/04/2012
განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 201 2 წლი ს 2 აპრილი

 ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

                                                                  გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შ.პ.ს. ,,მაგნატი 2006”-ის მიმართ.

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს შპს ,,მაგნატი 2006”-ის კრედიტორთა კრება საზოგადოების ქონების მოძიების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვის მიზნით.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „ გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეული იქნეს შ.პ.ს. ,,მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. შ.პ.ს. ,,მაგნატი 2006”-ის ქონების მოძიების საკითხის განხილვა.

 1.2. შ.პ.ს. ,,მაგნატი 2006”-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის გადაწყვეტა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნე ს 2012 წლის 30 აპრილს 14 :00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს ,,მაგნატის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი