დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11.02.357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 19/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016112 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №11.02.357
2012 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის № 17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. შეტანილ იქნეს დამატება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის №17.01.580 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში და წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი:
,,24. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იმ ადმინისტრაციული ორგანოების, რომელთა სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენდა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური და ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემულ ინიდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებისა და დამატების შეტანა ან/და შეცდომის გასწორება 1 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 500 ლარი; 5 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 300 ლარი. ამ მომსახურებებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები.“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები