დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6564 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 12/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016065 |
შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება № 6564
2011 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე„ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების„ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ„ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე„ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანების:
ა) პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის„ (დანართი №1) 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მილსადენით გადაადგილებული საქონლის ტრანსპორტირების საშუალებებისა და ობიექტების ნიშანდება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე.„;
ბ) პირველი პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის„ (დანართი №2) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ნაწილი 2. საგადასახად ო ორგანოებისა და გაფორმების სხვა ადგილების კლასიფიკატორი
1. პორტალები
| № | კოდი | დასახელება |
| 1
2 | 69001
20011
| პორტალი „თბილისის აეროპორტი”
პორტალი „თბილისის აეროპორტი” ქ. თბილისი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას) |
| 3 | 69002 | პორტალი „წითელი ხიდი” |
| 4 | 69003 | პორტალი „სადახლო”(საავტომობილო) |
| 5 | 69004 | პორტალი „სადახლო”(სარკინიგზო) |
| 6 | 69005 | პორტალი „გუგუთი” |
| 7 | 69006 | პორტალი „ახკერპი” |
| 8 | 69007 | პორტალი „სამთაწყარო” |
| 9 | 69009 | პორტალი „გარდაბანი” |
| 10 | 69010 | პორტალი „ლაგოდეხი” |
| 11 | 69021 | პორტალი „მტკვარი” |
| 12 | 69101 | პორტალი „ყაზბეგი” |
| 13 | 69301 | პორტალი „ვალე” |
| 14 | 69302 | პორტალი „ნინოწმინდა” |
| 15 | 69401 69403 | პორტალი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” |
| 16 | 69501 69503 | პორტალი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა„ |
| 17 | 69601 | პორტალი „სარფი” |
| 18 | 69604 | პორტალი „ბათუმის პორტი” |
| 19
20 | 69603
20012
| პორტალი „ბათუმის აეროპორტი”
პორტალი „ბათუმის აეროპორტი” ქ. ბათუმი, აეროპორტის ტერიტორია (მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში გამარტივებული დეკლარაციის წარდგენისას) |
2. გაფორმების ეკონომიკური ზონები და სხვა ადგილები
| № | კოდი | მისამართები |
| 1
|
11111
20 111 | გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი„:
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.; (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმებისათვის)
|
| 2 | 11112; 69600
20 112
69605
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი": ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთის-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ. (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმებისათვის);
ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა
|
| 3 |
11113; 69500
20 113
69510
69511
69555
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი": ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია;
ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია; (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებული სასაქონლო დეკლარაციით გაფორმებისათვის);
ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;
ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა |
| 4 |
69221; 99221
20010 | გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (მხოლოდ საფოსტო გზავნილების გაფორმებისათვის)
|
| 5 |
69017
69070 |
თელავის განყოფილება:
ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. №1;
ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა
|
| 6
|
69300; 99300
69350 | ახალციხის განყოფილება:
პორტალი „ვალე„-ს ტერიტორია;
ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა |
| 7 |
69400; 99400
20004
69450 | ქუთაისის განყოფილება:
ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5
ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5 (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის);
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა |
| 8 |
69014
69050 | რუსთავის განყოფილება:
ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა |
| 9 |
69000; 99000
20002
69043
69250
| სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის და „ოქროს სიის„ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება:
ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4 (მხოლოდ საექსპორტო ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4 (მხოლოდ ოქროს სიის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმებისათვის);
საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ.თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი–ბათუმი–ერევანი, ბათუმი – ერევანი – ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე)
ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა |
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 9 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი ლ. გოთუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები