დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 19/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016492 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/04/2012 - 14/12/2012)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №316
2012 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ტურისტული, საინვესტიციო და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტრატეგიული განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში განსახორციელებელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების მიერ განსაზღვრული ცალკეული ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.
3. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული სტრატეგიული პროექტების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებმა და ორგანიზაციებმა უზრუნველყონ სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ყოველმხრივი მხარდაჭერის გაწევა.
4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფა.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით უზრუნველყონ:
ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განსაზღვრა;
გ) სააგენტოს უფროსის დანიშვნა.
7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები