„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.030.016048
  • Word
82
17/04/2012
ვებგვერდი, 26/04/2012
040030000.22.030.016048
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

2012 წლის 17 აპრილი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 ნოემბრის №277 ბრძანებით (სსმ III, 08.12.2006 წ., №165, მუხ. 2246) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათთან გათანაბრებული დაწესებულებების შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;“;

ა.ბ) „ვ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ბიუროს მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. ბიუროს მიზნებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტების თარგმნა;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტების ოფიციალური დამოწმება;“;

გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტების თარგმანის რედაქტირება;

დ) შეკვეთის საფუძველზე თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა;

) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხოელი სტუმრებისა და დელეგაციების ერთობლივი პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების სინქრონული თარგმანით უზრუნველყოფა;

) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა;

) სპეციალისტების მოწვევა და გაცვლა;

) მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან კავშირის დამყარება და სხვა.

2. ბიურო უსასყიდლოდ უწევს მომსახურებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი             . ვაშაკიძე